in

ქალთა ფეხბურთში სკანდალია: მეკარე – კაცია

იორდანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა (JFA) ალი ბენ ალ-ჰუსეინმა აზიის საფეხბურთო კონფედერაციას (AFC) მოუწოდა ირანის ქალთა ნაკრების მეკარის ზოხრე კოუდაის გენდერული ტესტი ჩაატარონ. წერილის ასლი ტვიტერზეც გამოქვეყნდა.

https://twitter.com/AliBinAlHussein/status/1459663347851444226

ირანისა და იორდანიის ქალთა ნაკრებები 25 სექტემბერს შეხვდნენ 2022 წლის აზიის თასის საკვალიფიკაციო შეხვედრაში. მატჩი 0:0 დასრულდა, პენალტებში ირანელებმა 4:2 მოიგეს, კოუდაიმ კი 2 პენალტი მოიგერია. ამ შედეგმა ირანი ტურნირის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

JFA ირანელთა მეკარით დაეჭვდა. იორდანიაში მიჩნევენ, რომ კოუდაი მამაკაცია და გამჭირვალე გამოკვლევას ითხოვენ.

ალ-ჰუსეინი AFC-ს აკრიტიკებს ძალიან სერიოზული პრობლემის გამო და კონფედერაციას მოუწოდებს „გამოფხიზლდეს“.

წერილში ისიცაა აღნიშნული, რომ ირანის ქალთა ნაკრებს გენდერული პრობლემების (2015 წელს ირანის ნაკრების 8 ქალი-ფეხბურთელი კაცი აღმოჩნდა) დიდი გამოცდილება აქვს, ასევე დოპინგის პრობლემები.

ირანის ნაკრების მწვრთნელმა მარიამ ირანდოსტმა კატეგორიულად უარყო ბრალდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპაში მსოფლიო დამთავრდა: ვინ გაიტანა ყველაზე მეტი – ხვიჩაცაა

კვარაცხელია და სტერლინგი შესარჩევის საუკეთესო დრიბლიორები არიან