in

ევროპაში მსოფლიო დამთავრდა: ვინ გაიტანა ყველაზე მეტი – ხვიჩაცაა

ყატარის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი ევროპულ ნაწილში დასრულდა. გაირკვა პირდაპირ გამსვლელები გუნდები და ისინიც, ვინც პლეი-ოფიდან შეეცდებიან ყატარში წასვლას.

სტატისტიკის შეჯამებისას ერთ-ერთ პირველად ბომბარდირებს გამოარჩევენ ხოლმე. ჰოდა, ვნახოთ განვლილი საკვალიფიკაციოს საუკეთესო მეგოლეები.

12-12 გოლით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ ჰარი კეინი და მემფის დეპაი, ოღონდ ინგლისელს ამისთვის 8 მატჩი დასჭირდა, ნიდერლანდელს კი 10.

8 გოლი სამ ფეხბურთელს დაუგროვდა. ესენია ალეკსანდარ მიტროვიჩი (8 მატჩი), რობერტ ლევანდოვსკი (8 მატჩი) და ისრაელის ნაკრების წევრი ერან ზაავი (9 მატჩი).

6-6 გოლი კიდევ მეტმა გაიტანა: მოანეს დაბური (ისრაელი, 9 მატჩი), კრიშტიანო რონალდო (7 მატჩი), ანტუან გრიზმანი (8 მატჩი) და ტეემუ პუკი (ფინეთი, 8 მატჩი).

5 გოლი უკვე 13 ფეხბურთელს გაუტანია. მერე მოდიან 4-გოლიანები, 23-ე ადგილიდან და ამათშია ხვიჩა კვარაცხელიაც. ჩვენიანმა 4 გოლი 6 მატჩში შეაგდო. 4-გოლიანებში ცნობილი ფეხბურთელებიც არიან – ფერან ტორესი, დუშან ვლაოვიჩი, ჰარი მაგუაირი, ალეკსანდრ ისაკი, ლეროი სანე, დიეგო ჟოტა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიანა ჯოჯუამ UFC დატოვა

ქალთა ფეხბურთში სკანდალია: მეკარე – კაცია