in ,

კვარაცხელია ისევ საუკეთესოა: ქართველი ფეხბურთელების შეფასებები საბერძნეთთან

ფრანგი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა. ჩვენმა გუნდა თესალონიკში “ტუმბაზე” საბერძნეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა. სამწუხაროდ, თამაშის მოგება ვერ შევძელით, მაგრამ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს ჩაგვესახა იმედი, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი და ფეხბურთის თამაში შეუძლია.

პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს

დღევანდელ მატჩში კიდევ ერთხელ შეუდარებელი იყო ხვიჩა კვარაცხელია. 20 წლის ტალანტმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მშვენიერი გოლიც გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

ავტორიტეტულმა გამოცემა Whoscored.com-მა ქართველი ფეხბურთელები ქულებით შეაფასა. ყველაზე მაღალი შეფასება – 8.3 – ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო. ყველაზე დაბალი კი საბა ლობჟანიძესა და ჯაბა ჯიღაურს (6.1) დაუწერეს.

საბერძნეთთან მატჩში ქართველი ფეხბურთელების შეფასებები ასეთია.

გიორგი ლორია – 6.8

ოთარ კაკაბაძე – 6.3

გურამ კაშია – 6.8

ლაშა დვალი – 6.7

გურამ გიორბელიძე – 7.3

ნიკა კვეკვესკირი – 6.3

ჯაბა კანკავა – 6.9

ოთარ კიტეიშვილი – 6.7

საბა ლობჟანიძე – 6.1

ხვიჩა კვარაცხელია – 8.3

ბუდუ ზივზივაძე – 6.6

გიორგი ქვილითაია – 6.2

ვაკო გვილია – 6.2

ჯამბულ ჯიღაური – 6.1

საქართველოს ნაკრებს 3 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და 5-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს. სანიოლის გუნდი შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, კოსოვოს წინაამდეგ ჩაატარებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს

საბერძნეთის მწვრთნელი: შედეგით კმაყოფილი არ ვარ