in ,

საბერძნეთის მწვრთნელი: შედეგით კმაყოფილი არ ვარ

საქართველოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საბერძნეთის ნაკრების ნიდერლანდელმა მწვრთნელმა იოაჰან ვან სხიპმა. ნიდერლანდელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ თამაშის მიმდინარეობით და შედეგით უკმაყოფილოა.

“ვიცოდით, რომ კარგი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, თუმცა ეს ის თამაში მაინც არ იყო, რაც გვინდოდა.

პირველ ნახევარში რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

ვიცოდით, რომ საქართველო სახიფათო ნაკრები იყო და საბოლოო ჯამში ფრეს დავკმაყოფილდით.

ცხადია, რომ დაცვაში უკეთესად უნდა გვეთამაშა, თუმცა ბოლო წუთებზე შესაძლებელი იყო საერთოდ წაგვეგო მატჩი ან პირიქით, მოგვეგო. საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი არ ვარ”, – განაცხადა ნიდერლანდელმა.

პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს

საბერძნეთის ნაკრებს ჯგუფში ორი მატჩი აქვს ჩატარებული – ესპანეთთან და საქართველოსთან და ორივე ერთნაირი ანგარიშით 1:1 დაასრულა.

ვილი სანიოლი: ეს თამაში რომ წაგვეგო, უსამართლობა იქნებოდა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ისევ საუკეთესოა: ქართველი ფეხბურთელების შეფასებები საბერძნეთთან

ვილი სანიოლი: ეს თამაში რომ წაგვეგო, უსამართლობა იქნებოდა