in

უნდა თუ არა ხვიჩა რეალს

ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ გადასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიაზე რამდენი გუნდის ინტერესზე დაიწერა და ახლა, როცა ჩვენიანმა ყველა მოხიბლა, ბუნებრივია კიდევ მეტი ვერსია გაჩნდება და რაც მთავარია სულ უფრო და უფრო კარგი გუნდების. ტალანტების შემწოვი და უდიადესი კლუბი მადრიდის „რეალის“ მარტო დაინტერესებაც კი რამხელა საქმეა.

ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა “რეალის” რადარში რჩება, “ლოს ბლანკოსს” კი ქართველი ვარსკვლავის წაყვანა უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში სურს. “ნაპოლიდან” კი შეუთვალეს, რომ 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

fichajes.net წერს, რომ „რეალი“ აკვირდება იტალიის ჩემპიონატის გამორჩეულ მოთამაშეს.

ამასობაში, სხვა გამოცემა, Defensa Central ამბობს, რომ „რეალმა” ქართველის შეძენაზე უარი თქვა და მადრიდელების პრიორიტეტებად ჯუდ ბელინგემი და ალფონსო დევისი დაასახელეს. თანაც შეტევის მარცხენა ფლანზე „რეალს“ ვინიუსის ჰყავს.

კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ცოტა ხნის წინ ისიც დავწერეთ, რომ ნეაპოლელთა ხელმძღვანელობასთან შესახვედრად და ახალ კონტრაქტსა და გაზრდილ ხელფასზე სალაპარაკოდ იტალიაში ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი ჩავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბა უკან არ უყვარსო: ხვიჩა ჩაჭრებში საუკეთესო თავდამსხმელებშია

შენგელიას ოთხიანები და ვირტუსის მარცხი ტორტონასთან