in

აბა უკან არ უყვარსო: ხვიჩა ჩაჭრებში საუკეთესო თავდამსხმელებშია

ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში არავის გამორჩენია, მაგრამ შესაძლოა ცოტა მოულოდნელიც კი იყოს ისე შედეგები, რაც გამოქვეყნდა. ჩვენიანი კარგი არა მარტო შეტევაშია, არამედ დაცვით ფუნქციებსაც მშვენივრად ასრულებს. არადა, სულ თავიდან თუ გახსოვთ მწვრთნელმაც კი გააკრიტიკა, უკან მუშაობა არ უყვარსო.

Opta Italia-მა სტატისტიკა დაითვალა და აი რა გაარკვია.

21 წლის ქართველი დაცვაში თამაშის მაჩვენებლით, იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე თავდამსხმელებში საუკეთესოთა შორისაა.

კვარაცხელია შეტევაში ჩაჭრილი გადაცემების მიხედვით, მეორე-მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ამ სეზონში ხვიჩას 12 ჩაჭრა დაუგროვდა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონს, „ინტერის“ არგენტინელ ლაუტარო მარტინესს აქვს – 14 ჩაჭრა.

კვარაცხელიას მსგავსად 12 ჩაჭრის ავტორია „მონცას“ თავდამსხმელი ჯან-ლუკა კაპრარი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიამ ისევ წააგო, მამარდაშვილს შორეულ ძელთან გაუტანეს

უნდა თუ არა ხვიჩა რეალს