in

ვალენსიამ ისევ წააგო, მამარდაშვილს შორეულ ძელთან გაუტანეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სეზონი ცუდად განაახლა. ჯერ იყო და სტუმრად „ვილიარეალთან“ წააგო (1:2), რაც დიდად დასაძრახი არ არის, მაგრამ ამას საშინაო მარცხი მოაყოლა გადარჩენისთვის მებრძოლ „კადისთან“ – 0:1.

ეს გახლდათ მე-16 ტურის შეხვედრა, რომელშიც ვალენსიელები კი ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ ეს შედეგში ვერ გარდასახეს.

სტუმრებმა კი ერთადერთი გოლი თავიდანვე გაიტანეს. მე-9 წუთზე მარჯვენა ფრთაზე სობრინო ვერაფრით ვერ შეაჩერეს, საჯარიმოში შესულმა ალკარაზს მიაწოდა უკან და ამანაც შორეულ ძელთან ზუსტად დაარტყა – გიორგის ნახტომი საკმარისი არ აღმოჩნდა.

მამარდაშვილმა 41-ე წუთზე ლოსანოს სახიფათო დარტყმისას საიმედოდ ითამაშა და ბურთი დაიჭირა.

მეორე ტაიმში მასპინძლები უტევდნენ და ჩვენს მეკარეს საქმე არც ჰქონია. „ვალენსიას“ მომენტების შექმნა უჭირდა, რადგან „კადისი“ მთელი გუნდით იცავდა თავს.

„ვალენსია“ 16 ტურის შემდეგ, 19 ქულით მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი ისევ შინ გამართავს, 22 იანვარს, „ალმერიასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენია

აბა უკან არ უყვარსო: ხვიჩა ჩაჭრებში საუკეთესო თავდამსხმელებშია