in

ტუხელის განცხადება ჩელსიდან წასვლის შემდეგ

თომას ტუხელმა “ჩელსის” მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.

“ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული განცხადებაა, რომელიც ოდესმე დამიწერია და იმედია, ამის გაკეთება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში არ მომიწევს. მე განადგურებული ვარ, რომ “ჩელსიში” ჩემი დრო დასრულდა.

ეს კლუბია, სადაც თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში – როგორც პროფესიონალურ საკითხში, ასევე პირადულად. დიდი მადლობა პერსონალს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს თავიდანვე თბილი მიღებისთვის.
სიამაყე და სიხარული, რომელიც განვიცადე, როდესაც გუნდს ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებისას დავეხმარე, მუდამ ჩემთან დარჩება. ჩემთვის დიდი პატივი
იყო, ვყოფილიყავი ამ კლუბის ისტორიის ნაწილი და ბოლო 19 თვის მოგონებებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში”, – დაწერა ტუხელმა თავის “ტვიტერზე”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული ლეგიონის მოკრძალებული უიქ-ენდი

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში ლოთები შეკრებილან