in

ბაიერნში ვარსკვლავი ერთია – ბაიერნი: რატომ გაუშვეს ნაგელსმანი და რა უწევს ტუხელს

მიუნხენის „ბაიერნმა“ იულიან ნაგელსმანი გაუშვა და ახალი მწვრთნელი მოიყვანა – ასევე გერმანელი: საშინაო და ევროპულ ასპარეზზე გამოცდილი კადრი.

„ბაიერნი“ ეცდება ნაგელსმანის გაგდებაზე ეკონომია გააკეთოს, თუ ამას ეკონომია ჰქვია. ზაფხულამდე კლუბი მწვრთნელს 3 მლნ ევროს გადაუხდის – დარჩენილ ხელფასს.
ამის შემდეგ „ბაიერნს“ შეეძლება კონტრაქტის გაუქმება და დარჩენილი ანაზღაურების 50%-ის გადახდა – დაახლოებით 12 მლნ ევროსი.
ასეთ შემთხვევაში „ბაიერნი“ აღარ მოითხოვს კომპენსაციას ნაგელსმანის მომავალი კლუბისგან. რამდენადაც ცნობილია „ბაიერნმა“ ნაგელსმანი „ლაიპციგიდან“ 25 მილიონად წაიყვანა.

„ბაიერნი“ ნაგელსმანის ხელში საშუალოდ 2.19 ქულა აგროვებდა ბუნდესლიგაში. უფრო მეტი იყო ანჩელოტის, ფლიკისა გვარდიოლას დროს.

მარკუს ბაბელი („ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი): „ორი სეზონის განმავლობაში ვერაფერი ვერ ისწავლა. საკუთარი თავი პირველ პლანზე გამოჰყავდა, მაგრამ „ბაიერნში“ ვარსკვლავი გუნდია და არა მწვრთნელი“.

სალიჰამიჯიჩი („ბაიერნის“ სპორტული დირექტორი): „ჩემი ყველაზე რთული გადაწყვეტილება „ბაიერნში“. ვშორდებით იულიანს იანვრიდან და გასული სეზონის მეორე ნახევრიდან გუნდის განვითარების გამო“.

ლოთარ მატეუსი („ბაიერნის“ ყოფილი კაპიტანი): „ხელმძღვანელობა არც თუ კარგად იქცევა. დროა კლუბი დაუბრუნდეს ფესვებს და კვლავ გახდეს ოჯახი“.

„ბაიერნი“ კი ტომას ტუხელმა ჩაიბარა.
49 წლის გერმანელმა კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ის აქამდე „მაინცში“, დორტმუნდის „ბორუსიაში“, პსჟ-სა და „ჩელსიში“ მუშაობდა. კარიერაში მას 10 ტროფეი მოუგია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და საფრანგეთის ჩემპიონატი.

ტუხელს პირველივე მატჩი საოცარი უწევს – 1 აპრილს შინ ყოფილ კლუბთან და ბუნდესლიგის ლიდერ დორტმუნდის „ბორუსიასთან“. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში „ბაიერნს“ თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდი, „სიტი“ შეხვდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საფრანგეთი ევროპაში ისეთივეა, როგორიც მსოფლიოზე: ბებერი ზლატანის რეკორდი

მესი მარადონას დაეწია, რონალდო რონალდს: ვინ არიან ჯარიმებიდან გამტანი ტოპ ფეხბურთელები