in

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში ლოთები შეკრებილან

როგორც So Foot იტყობინება, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში (FFF) ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ და ორგანიზაციის საღამოები, ხშირად კონტროლს არ ექვემდებარება.

გამოცემას მაგალითად 2018 წლის მუნდიალის შემთხვევა მოჰყავს, როცა არგენტინის დამარცხების შემდეგ ორგანიზაციის რამდენიმე მთვრალმა ხელმძღვანელმა დებოში ატეხა.

ფედერაციაში ალკოჰოლიზმის სიმბოლო გენერალური დირექტორი ფლორენს არდუენი გახლავთ. ფუნქციონერმა არგენტინელებთან გამარჯვების შემდეგ საჯაროდ დაარტყა ნაკრების მწვრთნელ გრეგორი დიუპინს, რომელმაც შამპანურის დალევაზე უარი განაცხადა.

“55 წლის ქალბატონი გრეგორის უყვიროდა: “დალიე! დალიე!” რთული სანახავი იყო. მწვრთნელმა უარი თქვა, რადგან ფეხბურთელების თვალში ავტორიტეტის დაკარგვა არ უნდოდა. პლუს, დიუპინი ნაკრების წევრებისთვის მაგალითის მიცემას ცდილობდა, განსაკუთრებით პოლ პოგბასთვის, რომელიც უკმაყოფილო დარჩა მწვრთნელის გადაწყვეტილებით, არ გაეშვა მოთამაშეები ქალაქში,” – უთხრა გამოცემას ადამიანმა, რომელიც მომხდარს შეესწრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტუხელის განცხადება ჩელსიდან წასვლის შემდეგ

ირლანდიელებმა ელიზაბეტ მეორეს დასცინეს