ტურისტული აგენტი 3 წლის განმავლობაში ატყუებდა კრიშტიანო რონალდოს. ქალმა პორტუგალიელ ფეხბურთელს 288 ათასი ევროს ზარალი მიაყენა.
53 წლის თაღლითმა რონალდოს ანგარიშიდან 200 მოგზაურობის ფული მოხსნა, რომელიც კრიშტიანოს არ გაუკეთებია. ფეხბურთელმა აგენტს საბანკო ბარათის მონაცემები გადასცა, რითაც ისარგებლა კიდეც არაკეთილსინდისიერმა ქალბატონმა.
კრიშტიანოს გარდა, ამ ქალმა მოატყუა ნანი, მანუელ ფერნანდეში და აგენტი ჟორჟე მენდეში. ის დამნაშავედ სცნეს 2017 წლის დანაშაულებში. 4 წელია ქალი დაკავებულია და დაზარალებულებს თანხას უბრუნებს.
ამის შესახებ Marca იუწყება პორტუგალიელ გაზეთ Jornal de Noticias-ზე დაყრდნობით.
GIPHY App Key not set. Please check settings