in ,

4 მატჩი ივნისში – ერთა ლიგის ჩატარების პერიოდი ცნობილია: ველოდებით წილისყრას და ჩვენს შანსს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისევ გამარჯვების გარეშეა. “ჯვაროსნებმა” ამ ტურნირზე ბოლოს 2012 წელს მოიგეს, როდესაც საქართველოს ნაკრებმა “დინამო არენაზე” ბელარუსი თორნიკე ოქრიაშვილის ეფექტური გოლით დაამარცხეს.

მართალია, ყატარის 2022-ის შესარჩევი ციკლი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს უკვე არანაირი შანსი არ აქვს.

ჩვენი მთავარი იმედი, ისევ მომავალი ერთა ლიგაა. შეგახსენებთ, ერთა ლიგა ერთადერთი ოფიციალური ტურნირია, რომელზეც საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს – 6 მატჩი, 5 ფრე და 1 მარცხი. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ერთადერთხელ წააგო. “დინამო არენაზე” სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ.

მომავალ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები, ამჯერადაც C დივიზიონში იასპარეზებს და კლასიკური საკვალიფიკაციოს შემდეგ, აქედან შეეცდება ევრო 2024-ზე მოხვედრას, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2022 წლის დეკემბერში ჰამბურგში უნდა გაიმართოს, ტურნირი კი 2023-ში მარტიდან ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 2024 წლის მარტში კი, ერთა ლიგიდან გასული გუნდები ითამაშებენ დარჩენილი საგზურებისთვის პლეი-ოფში.

A,B, C ლიგებში კვლავ 16-16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. C (სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის) 4 ჯგუფად დაიყოფა. ტურნირი კი ივნისში დაიწყება და სექტემბერში დასრულდება. ანუ, მომავალი ერთა ლიგის გათამაშების 4 ტური ივნისში გაიმართება. ეს, ჩვენთვის არცთუ კარგია, რადგან სტატისტიკურად საქართველოს ნაკრებს ივნისში თამაში უჭირს.

ჩვენს დივიზიონში შემდეგი გუნდები თამაშობენ:

თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, საბერძნეთი, ბელარუსი, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია,
ლიეტუვა, საქართველო, აზერბაიჯანი, კოსოვო,
გიბრალტარი, ფარერები, ორი გუნდი უცნობია.

ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო ტურნირისთვის B ლიგის საგზურს გაინაღდებს. ასევე, დივიზინის სხვა ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, 4-გუნდიან ტურნირს ითამაშებს და საუკეთესო ევრო 2024-ზე მოხვდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე გამარჯვება

ტურაგენტი რონალდოს 3 წელი ატყუებდა და 288 ათასი აწაპნა