in

რონალდომ 8 უდიადესი ფეხბურთელი დაასახელა: ვერავის ამოშლი, მაგრამ ერთ გვარს ვერ ნახავთ

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდომ გასულ წელს 8 უდიადესი ფეხბურთელი დაასახელა.

ფენომენმა მართლაც შთამბეჭდავი გუნდი შეკრიბა, მაგრამ ასეთი „რეიტინგები“ უსკანდალოდ მაინც არ ჩაივლის ხოლმე.

„ვფიქრობ, არის ძალიან გამორჩეული ჯგუფი, რომელთაც შესაძლოა მივაკუთვნოთ მარადონა, მესი, კრუიფი, ბეკენბაუერი, პელე, ვან ბასტენი, რონალდინიო. საკუთარ თვსაც შევიყვანდი. ფანებმა განიხილინ ეს საკითხი, ჩვენ კი ვერ დავახარისხებთ, თაობებს ვერ შევადარებთ.

ხალხი ნამდვილ რონალდს მეძახის, მაგრამ სხვებიც ხომ იყვნენ. მე ერთადერთი არ ვარ და ისინი მოვლენ და ჩემზე უკეთესები იქნებიან“, – განაცხადა რონალდომ.

აღსანიშნავია, რომ ლეო მესი ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია ამ სიიდან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზაფხულის ყველაზე ძვირიანი გარიგებები

საბა ლობჟანიძე შესაძლოა MLS-ში წავიდეს