in ,

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა 5-დან 2 შეხვედრა მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა თურქეთისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად, D ჯგუფში დაიწყო.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ბრძოლა 9-14 ადგილებისთვის გააგრძელა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 8:0 დაამარცხა. შემდეგი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით 1:2 წააგო.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინას შეხვდა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი, უკეთესად ჩვენმა გუნდმა შეასრულა და მეტოქე ანგარიშით – 3:1 დაამარცხა.

კონტინენტის პირველობის გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ესპანეთი 6:0 დაამარცხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტურაგენტი რონალდოს 3 წელი ატყუებდა და 288 ათასი აწაპნა

მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს ყოფილი 32-ე ჩოგანი დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა