„მილანის“ მცველის ტეო ერნანდესის გოლი სერია ა-ს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს.
ფრანგმა ეს გოლი 37-ე ტურის შეხვედრაში შეაგდო „ატალანტასთან“ (2:0), როდესაც ბურთი საკუთარ კართან აიღო, მეტოქის საჯარიმომდე მიირბინა და ბურთი ბადეში გაახვია (ვიდეოში – 1:35 წთ-დან).
გასულ სეზონში 24 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 32 მატჩი და 5 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings