in

კვარადონა მთელი სილამაზით: ხვიჩას გოლი ტურში საუკეთესოა

იტალიის ჩემპიონატში 26-ე ტურში „ატალანტასთან“ გატანილი დიდებული გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ აიყვანეს მეცხრე ცაზე. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ჩვენიანის დიდოსტატური გოლი ტურში საუკეთესოდ დაასახელეს.

ხვიჩას შედევრი საუკეთესო სერია ა-ს ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გახდა.

„კვარადონა მთელი სილამაზით – ტოპ 5 გოლი სერია A-ს 26-ე ტურში“, – ასეთია სერია ა-ს ოფიციალური არხის შეფასება.

ეს 5 გოლი კი ესენი გახლავთ:

  1. ხვიჩა კვარაცხელია
    ნაპოლი-ატალანტა 2:0
  2. პაულო დიბალა
    რომა-სასუოლო 3:4
  3. სიმონე ვერდი
    ვერონა-მონცა 1:1
  4. ჯორჯინიო ვეინალდუმი
    რომა-სასუოლო 3:4
  5. გლეისონ ბრემერი
    იუვენტუსი-სამპდორია 4:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა

ნორვეგიას კარგი გუნდი მოჰყავს: საქართველოს პირველი მეტოქის შემადგენლობა ცნობილია