in

ნორვეგიას კარგი გუნდი მოჰყავს: საქართველოს პირველი მეტოქის შემადგენლობა ცნობილია

საქარტველოს ნაკრები სულ მალე დაიწყებს ევროპის 2024 წლსი ჩემპიონატი შესარჩევ ციკლს. ჩვენი პირველი მეტოქე ნორვეგიის ნაკრებია, რომელსაც 28 მარტს ბათუმში ვუმასპინძლებთ.

ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ესპანეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის მოემზადებიან. ნორვეგიელები ჩვენამდე სწორედ ესპანეთს შეხვდებიან. სიაში 26 ფეხბურთელია, მათ შორის რამდენიმე ისეთი, რომლებიც ტოპ ჩემპიონატების კარგ გუნდებში გამოდიან.

ნორვეგიის ნაკრების:

მეკარეები: ორიან ჰასკოლდ ნილანდი (ლაიპციგი), იაკობ კარლსტრომი (მიოლდე), ეგილ სელვიკი (ჰაუგესუნი).

მცველები: კრისტოფერ ვასბაკ აიერი (ბრენტფორდი), ფრედრიკ ანდრე ბიორკანი (ბოდო-გლიმტი), ბირგერ მელინგი (რენი), სტიან გრეგერსენი (ბორდო), ანდრეას ჰანჩე-ოლსენი (მაინცი), მარკუს პედერსენი (ფეიენოორდი), იულიან რიერსონი (დორტმუნდი), კენ რემ სტეფან სტრანდბერგი (ვალერენგა), ლეო ოსტიგორი (ნაპოლი).

ნახევარმცველები: პატრიკ ბერგი, უგო ვეტლესენი (ორივე – ბოდო გლიმტი). მარტინ ოდეგორი (არსენალი), ფრედრიკ აურსნესი (ბენფიკა), სანდერ ბერგე (შეფილდ იუნაიტედი), ოლა ბრინდჰილდესნი (მიოლდე), მატს მიოლერ დაელი (ნიურნბერგი), მოჰამედ ელიონუსი (საუთჰემპტონი), ოლა სოლბაკენი (რომა), მორტენ ტორსბი (უნიონი), კრისტიან ტორსტვეიდტი (სასუოლო).

თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (სიტი), იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა), ალეკსანდერ სერლოტი (სოსიედადი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარადონა მთელი სილამაზით: ხვიჩას გოლი ტურში საუკეთესოა

ყველაზე სწრაფად, ყველაზე ახალგაზრდა – ჰოლანდი რეკორდებს ამყარებს, მესის უტოლდება და რონალდოს მისდევს