in

ყველაზე სწრაფად, ყველაზე ახალგაზრდა – ჰოლანდი რეკორდებს ამყარებს, მესის უტოლდება და რონალდოს მისდევს

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი ¼ ფინალისტი გაირკვა. უპრობლემოდ გავიდა მომდევნო ეტაპზე „სიტი“, რომელიც შინ გერმანულ „ლაიპციგს“ წიხლებით შედგა – 7:0. გაიბრწყინა ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც 5 გოლი გაიტანა. ჩვენთვის ეს დიდად სახარბიელო არ არის, რადგან სულ მალე, 28 მარტს ეს ბიჭი საქართველოს ნაკრებს უნდა ეთამაშოს და როგორც ჩანს ფორმაშიც არის და ხასიათზეც.

შედარებით გაუჭირდა, მაგრამ გაძვრა მილანის „ინტერი“, რომელმაც ნულოვანი ფრე დაიცვა პორტოში და პირველად აღმოჩნდა ¼ ფინალში ბოლო 12 წლის განმავლობაში.

ერლინგ ჰოლანდამდე ჩემპიონთა ლიგაში პენტა-თრიკი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა: ლეო მესის („ბარსელონა“, „ლევერკუზენთან“, 2012 წელი) და ლუის ადრიანოს („შახტარი“, ბატე-ს კარში, 2014 წელი).

ჰოლანდმა სეზონში მეხუთედ გაიტანა სამი ან მეტი გოლი.

ჰოლანდს 32 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე. ამისთვის მას 25 მატჩი დასჭირდა. ასე სწრაფად ასეთი შედეგისთვის არავის მიუღწევია. წინა რეკორდი რუუდ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა – 34 მატჩი.

22 წლის და 236 დღის ჰოლანდი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 30 გოლამდე მივიდა. კილიან მბაპემ 30-ე გოლი რომ გაიტანა, 22 წლისა და 352 დღის იყო.

ჰოლანდმა პენტა-თრიქი 57 წუთში შეასრულა, ხოლო დუბლი 78 წამში.

ჰოლანდი 10 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია, სალაჰს – 8 ბურთი აქვს.

ჰოლანდს 12 გოლი აქვს ამ ჩემპიონთა ლიგაზე. ტურნირის რეკორდი კრიშტიანო რონალდოს ეკუთვნის – 17 გოლი.

ჰოლანდს ამ სეზონში 36 ოფიციალურ მატჩში 39 გოლი აქვს.

„სიტიმ“ ზედიზედ 5 მატჩი მოიგო, ბურთების საერთო შეფარდება – 17:1.

„სიტი“ ზედიზედ მეექვსედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. გვარდიოლას ხელში მხოლოდ ერთხელ გავარდნენ უფრო ადრე.

გვარდიოლა: “ფანტასტიური ბიჭია, უდიდესი ტალანტი. ძალა, მენტალიტეტი – დაბადებულია გამარჯვებისთვის”.

ჰოლანდი: “ჩემი სუპერძალაა გოლების გატანა. ცვლილება? ვუთხარი პეპს, რომ კიდევ მინდოდა გატანა, მაგრამ მე რა უნდა მექნა?”

სიტი – ლაიპციგი 7:0 (1:1)

გოლები: 1:0 ჰოლანდი (22-პენ), 2:0 ჰოლანდი (24), 3:0 ჰოლანდი (45+2), 4:0 გიუნდოგანი (49), 5:0 ჰოლანდი (54), 6:0 ჰოლანდი (57), 7:0 დე ბრუინი (90+2)

სიტი: ედერსონი. სტოუნზი (64. სერხიო გომესი), აკანჯი, რუბენ დიასი, აკე, როდრი (64. ფილიპსი), ბერნარდო სილვა, დე ბრუინი, გიუნდოგანი (55. მაჰრეზი), გრილიში (55. ფოდენი), ჰალანდი (64. ალვარესი).

ლაიპციგი: ბლასივიჩი, ჰენრიხსი (80. კლოსტერმანი), ორბანი, გვარდიოლი, რაუმი, ლაიმერი, კამპლი, ჰაიდარა (63. სიმაკანი), შობოშლაი (72. ოლმო), ფორსბერგი (63. ანდრე სილვა), ვერნერი (63. პოულსენი).

პორტო – ინტერი 0:0 (0:1)

პორტო: დიოგო კოშტა, ედოარდო პეპე, კარდოსო, მარკანო, ზაიდუ (85. ვენდელი), ეუშტაკიო 7-(70. ფრანკო), ურიბე (85. დანი ნამასო), გრუიჩი, გალენო, თარემი, ევანილსონი (71. ტ. მარტინესი).

ინტერი: ონანა, დარმიანი (80. შკრინიარი), აჩერბი, ბასტონი (74. დე ვრეი), დუმფრისი, ბარელა (80. ბროზოვიჩი), ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო (70. დ’ამბროზიო), ლ. მარტინესი, ჯეკო (70. ლუკაკუ)

გაძევება: ედოარდო პეპე (90+7)

„ინტერი“ ბოლო 12 წელიწადში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

ორი მილანური გუნდი – „ინტერი“ და „მილანი“ ბოლოს 2006 წელს გავიდნენ ერთად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

„ინტერმა“ 2009/10 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის დაპირისპირება ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

ორი იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2006/07 წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილა.

ინძაგი: “გაგვიმართლა? ფეხბურთში იღბალი პირობითი ცნებაა. 180 წუთის განმავლობაში ჩვენ ეს დავიმსახურეთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნორვეგიას კარგი გუნდი მოჰყავს: საქართველოს პირველი მეტოქის შემადგენლობა ცნობილია

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა