in

სპალეტი: მოგება შეგვეძლო

ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლი” სტუმრად “ლივერპულთან” 0:2 დამარცხდა, თუმცა ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

“ვთვლი, რომ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ. დროის უმეტეს ნაწილში ბურთს კარგად ვფლობდით და მომენტებს ბალანსის შენარჩუნებითა და რაიმე დანაკარგის გარეშე ვქმნიდით. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. აქ ჩამოსვლა და ასე თამაში ადვილი არ არის. ბოლოს მქონდა შეგრძნება, რომ ჩემმა გუნდმა იცოდა რა, რომ ასეთ უპირატესობას ფლობდა, ცოტა ტემპს მოუკლო. მეტოქემ კი შესაძლებლობები უნარიანად გამოიყენა.

ფრით დაკმაყოფილების ნაცვლად გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. ამ შეხვედრებმა დაადასტურა,

რომ როგორც ტექნიკურად ასევე ფიზიკურად მაღალ დონეს მივაღწიეთ. მენტალურადაც მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. მოგება შეგვეძლო. გვაქვს საკუთარი თავის რწმენა. ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა სტრატოსფერული შედეგია”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მორაგბეები ბრძოლას სასამართლოში აგრძელებენ: მოსამართლემ აბუსერიძის მხარის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა

სტანისლავ ჩერჩესოვი: კვარაცხელია შესანიშნავია, მაგრამ ნაპოლიში ყველა კარგად თამაშობს