in

LIVERPOOL ECHO: მოიყვანეთ კვარაცხელია ნაპოლიში!

როდესაც საქმე “ლივერპულს” ეხება გონებაში რამდენიმე მედია პლატფორმა ტივტივდება. თუკი სქაუზერთა სიყვარულში ჭიპი მოიჭერით, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ “ლივერპულ ექო” წითელ არმიაზე ინფორმაციის მსიაღებად უტყუარი საშუალებაა და ეს გამოცემა გუნდთან ყველაზე დაახლოებულია, შესაბამისად, მათ სიტყვას დიდი წონა აქვს…

ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლის” 2:0 დამარცხების შემდეგ, “ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა კმაყოფილება ვერ დამალა, რომელმაც ტურნირზე მწვრთნელის რანგში მეასე მატჩი ჩაატარა (46 მოგება, 28 ფრე და 26 წაგება).

მისი თქმით, მეტოქეს თავისუფალი სივრცეები არ დუტოვეს, წარმოუდგენლად ძლიერ გუნდს სძლიეს, “ლიდსთან” მარცხის შემდეგ რეაგირება მოახდინეს, ალეკსანდერ-არნოლდი ხვიჩა კვარაცხელიასთან დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, “კვარა” სწრაფი, კარგი ფეხბურთელია, მჭიდრო მეურვეობას საჭიროებს, გასაქანი არ უნდა მისცე, ვინაიდან ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია კარისაკენ წინ წაწევა და ტრენტმა მის წინააღმდეგ ურიგოდ არ ითამაშა.

Liverpool Echo-მ შეხვედრის დასრულების შემდეგ წერილი

გამოაქვეყნა სათაურით – “როგორი ფეხბურთელია – “ლივერპულის” ფანები ხვიჩა კვარაცხელიას გამო კლუბს მკაფიო სიგნალს უგზავნიან”.

“ლივერპულის” ფანებმა კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც ცხადად დაინახეს, როგორი ზიანის მიყენება შეუძლია მოწინააღმდეგისათვის. მათ სოციალურ ქსელებში კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვეს.

ქართველმა თავდამსხმელმა ამ სეზონში იტალიურ გუნდში უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და “ენფილდზე” “ლივერპულის” ფანებს აჩვენა, მარცხენა ფლანგზე რისი გაკეთება ძალუძს.

“ნაპოლი” სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მწვერვალზე იმყოფება, კვარაცხელია კი მათ რიგებში საუკეთესოა და საშუალება მოგვეცა გვეხილა, რა შეუძლია ქართველმა შემოგვთავაზოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სტანისლავ ჩერჩესოვი: კვარაცხელია შესანიშნავია, მაგრამ ნაპოლიში ყველა კარგად თამაშობს

კვარაშოუ ენფილდზეც ვნახეთ – ნაპოლი სეზონში პირველად დამარცხდა!