in

მორაგბეები ბრძოლას სასამართლოში აგრძელებენ: მოსამართლემ აბუსერიძის მხარის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა

მორაგბეების დავა სასამართლოში გრძელდება. წელიწადნახევარიანი ლოდინის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი აბუსერიძის საქმეზე პირველი, მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დავა სასამართლოში შეტანილი იყო როგორც ადმინისტრაციული სარჩელი და ის სამოქალაქო სარჩელად გადაკვალიფიცირდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩია, თუმცა მისმა ოპონენტის ლაშა (ბაჩო) ხურციძის სარჩელის საფუძველზე საჯარო რეესტრმა აბუსერიძე და არჩეული გამგეობის წევრები არ დაარეგისტრია, რადგან რეესტრის აზრით, განმეორებითი არჩევნების ჩატარების ვადები დაირღვა. ხელახლად დანიშნულ საარჩევნო ყრილობაზე კი, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე დაინიშნა, რომელიც, ასევე, პრემიერ ღარიბაშვილის ეკონომიკური მრჩეველიც იყო.

დღეს, საქალაქო სასამართლოში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლე ნათია შიოშვილმა ირაკლი აბუსერიძის უფლებადამცველების ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის წარმომადგენელთა შუამდგომლობა.

სხდომის დასრულების შემდეგ, კომენტარები გააკეთეს ვეტერანმა მორაგბეებმა ირაკლი აბუსერიძემ, ირაკლი მაჩხანელმა და ირაკლი აბუსერიძის უფლებადამცველმა თამთა ივანიშვილმა. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ირაკლი მაჩხანელი (ვეტერანი მორაგბე):

“კონტრასტი იმდენად დიდია უსამართლობასა და სამართალს შორის, რომ ჩვენ ვერანაირი ლოგიკური არგუმენტი საჯარო რეესტრის წარმომადგენლების მხრიდან ვერ მოვისმენთ. პროცესი საკმაოდ გრძელი იქნება და დამღლელიც. ასევე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ ესაა პოლიტიკურად მოტივირებული ქეისი, რადგან რაგბის კავშირის გამგეობის წევრები არიან გიორგი კობახიძე (ირაკლი კობახიძის მამა), გივი ჭიჭინაძე.

თამთა ივანიშვილი (ადვოკატი):

“ჩვენი ყველა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლემ ჩვენი ყველა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქმეში მესამე პირად ჩაერთო რაგბის კავშირი, რაც, რა თქმა უნდა, ორივე მხარის ინტერესებშია, რადგან სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება რაგბის კავშირზე ახდენს გავლენას”.

ირაკლი აბუსერიძე (ვეტერანი მორაგბე):

“ჩვენი ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა მოსამართლემ და კმაყოფილი ვარ. დღევანდელი რაგბის კავშირის გამგეობის წევრებს რომ გადავხედოთ, გარდა მორაგბეებისა, იქ არიან პოლიტიკოსები, რომელთა გავლენაც იყო ამ საქმეში”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: კვარაცხელიას გამო… ლამბორგინი ახალ მოდელს უშვებს

სპალეტი: მოგება შეგვეძლო