in

სპალეტის ოსკარი მისცეს და ამისთვის მადლობა ფეხბურთელებს გადაუხადა

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა ახლა ტკბობისა და ჯილდოების მიღების დროა. უკვე დაიწყო. უნდის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ბოლონიაში გამართულ დაჯილდოებაზე ჯაკომო ბულგარელის სახელობის ჯილდო გადასცეს – ის სეზონის საუკეთესო იტალიელი მწვრთნელია.

„ჩემი თაობისთვის ჯაკომო ბულგარელის ჯილდო იგივეა, რაც კინოში – „ოსკარი“. ბულგარელი „ბოლონიას“ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ. ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც აქ დგომის საშუალება მომცა – „ნაპოლის“ ფეხბურთელებს.

ისინი მთელი სეზონი საოცრად გამოიყურებოდნენ, თავდადებით გამოირჩეოდნენ.
წარმატების მთავარი რეჟისორი ჩვენი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი იყო. მან ბრწყინვალე ფეხბურთელები იპოვა და შევძელით, წასული ვარსკვლავების ჩანაცვლება.
მწვრთნელს საკუთარი გუნდის ყოველთვის უნდა სჯეროდეს“, – აღნიშნა სპალეტიმ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტორპედოში მაგარ გუნდებში ნამუშევარი მწვრთნელი მოდის

ერთხელაც: მანჩესტერს დე ხეას შემცვლელად მამარდაშვილი სურს…