in

ტორპედოში მაგარ გუნდებში ნამუშევარი მწვრთნელი მოდის

ქუთაისის „ტორპედოს“ შოტლანდიელი სტივ კინი გაწვრთნის.
მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება, კონტრაქტი ოფიციალურად 19 მაისს უნდა გაფორმდეს. ახალ მწვრთნელს დებიუტი 20 მაისს უნა ჰქონდეს სტუმრად „თელავთან“.

კინი 55 წლისაა.
მან ფეხბურთელის კარიერა (1980-90-იან წლები) „სელტიკში“ დაიწყო, მაგრამ პირველ გუნდში ვერ მოხვდა და „სუონსიში“ გადავიდა. თამაშობდა პორტუგალიის „კოიმბრასა“ და „ნავალში“.

მწვრთნელობისას იყო ასისტენტი „რედინგში“, „ფულჰემში“, „სოსიედადში“, „ქოვენთრიში“, „ბლექბერნში“. 2010 წლის დეკემბერში, სემ ელერდაისის გათავისუფლების შემდეგ, „ბლექბერნის“ დროებით მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ხოლო ერთ კვირაში სეზონის ბოლომდე გაუფორმეს კონტრაქტი, 2011 წლის იანვარში კი ისიც გაათავისუფლეს.
მუშაობდა ბრუნეის ეროვნული ნაკრებში, ბერძნულ „კრეტაში“ (ტექნიკურ დირექტორად), „მელბურნში“ მწვრთნელის ასისტენტად.
საინტერესოა, რომ 2008 წელს შესაძლო იყო კინი „ჩელსიში“ სკოლარის ასისტენტი გამხდარიყო.

2021 წელს კინი „ჰიბერნიანის“ აკადემიის დირექტორი გახდა და 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ახლა კი საქართველოში მოდის…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მილანური ინტერმა მოიგო და მე-6 ფინალშია

სპალეტის ოსკარი მისცეს და ამისთვის მადლობა ფეხბურთელებს გადაუხადა