in

სლოვანს გაუპროტესტეს, რუსებს რატომ ეთამაშეთო: კანკავამ გახეულ კარში გაიტანა, სლოვანში გვილია გამოჩნდა – ვიდეო

ბრატილავას „სლოვანი“ საწვრთნელ შეკრებაზეა ყატარში, სადაც ამხანაგური მატჩი გამართა მოსკოვის „დინამოსთან“ და 1:2 წააგო.
მე-4 წუთზე ანგარიში ჯაბა კანკავამ გახსნა: დაახლოებით 13-14 მეტრიდან ცხრიანში დაარტყა, ბურთი კარში გავიდა და… მოედნის მიღმა აღმოჩნდა.
თურმე კარის ბადე გახეული ყოფილა და ჯაბამაც ბურთი პირდაპირ იმ ადგილში გააძვრინა.
ძირითად შემადგენლობაში იყო გურამ კაშიაც, ისევე როგორც ლუკა გაგნიძე „დინამოს“ რიგებში, რომელიც მე-2 ტაიმში შეცვალეს.

ამ სპარინგს ასე მარტივადაც არ ჩაუვლია. საქმე ისაა, რომ „სლოვანი“ რუსულ გუნდთან თამაშის გამო გააკრიტიკეს. ისიც კი დაიწერა, რომ ეს შეხვედრა საიდუმლო ვითარებაში გაიმართა. „სლოვანს“ მომდევნო მატჩი პრაღის „სლავიასთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ ჩეხებმა თამაში პროტესტის ნიშნად გააუქმეს.

„სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, ნებისმიერ ძალადობას გმობს, თუმცა სპორტი პოლიტიკასთან კავშირში არ არის.

ამაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ისაა, რომ მეორე ტაიმში სლოვაკელთა გუნდში შეცვლაზე თავისუფალ აგენტად მყოფი ვაკო გვილია შევიდა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი „სლოვანის“ შემადგენლობაში ვარჯიშობს. წელიწადზე მეტია, ვაკო გვილიას არ უთამაშია.
29 წლის გვილიამ საქართველოს ნაკრებში 46 მატჩი ჩაატარა.

თურქულ შეკრებაზეა „შახტარი“, რომელმაც ერევნის „პიუნიკი“ 2:0 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში პირველი ტაიმი ითამაშეს ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა. სინჯებზე მყოფი თბილისის „დინამოს“ 19 წლის მცველი ლუკა ლაცაბიძე კი 69-ე წუთზე შევიდა. მისი თამაშით მატჩის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა „შახტარის“ მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკომ ყოფილ ბათუმელს მოუგო

ბორდო შესაძლოა დავითაშვილს შეელიოს, ტორინო საზონოვს არ უშვებს