in

ბორდო შესაძლოა დავითაშვილს შეელიოს, ტორინო საზონოვს არ უშვებს

„ბორდოს“ საქმეები წელს ლიგა 2-ში კარგად ვერ მისდის, გუნდი სატურნირო ცხრილის დაბლაა, არადა წინა სეზონში სულ ცოტა დააკლდა ლიგა 1-ში ასულიყო, ეს საგზური კი ბოლოს მიქაუტაძის „მეცს“ დაუთმო. არც თუ სახარბიელო შედეგებს, ასეთივე ფინანსური ვითარება ემატება და ასეთ დროს, როგორც ხდება ხოლმე, ხელმძღვანელობას უწევს ფეხბურთელებს შეელიოს. ამდაგვარი ხმები ჟირონდულ კლუბშიც დაირხა. არ არის გამორიცხული, გუნდი ზურიკო დავითაშვილს შეელიოს. ამ ეტაპზე არც გადაწყვეტილია არაფერი და სავარაუდო კლუბების ვინაობაც არ სახელდება, თუმცა ერთი ის დაიწერა, რომ ჩვენიანის ინტერესი ცენტრალური აზიის გუნდმა გამოთქვა.
პრაქტიკა და თამაში ყველგან კარგია, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი სათამაშოდ მაინც ევროპაში დარჩება.

ამასობაში იტალიაში ჯერ ნაკლები პრაქტიკა აქვს საბა საზონოვს. მიუხედავად ამისა, „ტორინო“ არ გეგმავს ქართველი მცველის იჯარით გაშვებას. ამის თაობაზე კომენტარი გააკეთა კლუბის სპორტულმა დირექტორმა დავიდე ვანიატიმ, რომელსაც ქართველი მცველის შესახებ ჰკითხეს.

„ჩვენ არ ვაპირებთ საბა საზონოვის იჯარით სხვა გუნდში გაშვებას და მისთვის რაიმე ვარიანტს არ ვეძებთ“, – განაცხადა ვანიატიმ.

21 წლის საზონოვმა „ტორინოს“ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მინდორზე 149 წუთი გაატარა. Transfermarkt ქართველ ფეხბურთელს სამ მილიონ ევროდ აფასებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სლოვანს გაუპროტესტეს, რუსებს რატომ ეთამაშეთო: კანკავამ გახეულ კარში გაიტანა, სლოვანში გვილია გამოჩნდა – ვიდეო

მაკრონის ცოლმა დეშამს უთხრა რატომ არ იძახებს რეიმსის ფეხბურთელს: რა უპასუხა ნაკრების მწვრთნელმა