საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი შეხვედრა გამართა.
გიორგი ჩხაიძის გუნდმა უძლიერეს შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა და 0:15 განადგურდა. მატჩი პრაქტიკულად ქართველთა საჯარიმოში მიმდინაროებდა და შვედების მიერ გატანილი გოლები რომ არა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოედნის ცენტრამდეც ვერ ახერხებდნენ ამოსვლას.
პირველ ტაიმში შვედებმა 11 გოლი გაიტანეს. მეორე ნახევარში კი, შვედებმა ცოტათი დაგვინდეს, დიდად თავი არ მოიკლეს და 4 გატანილი ბურთით დაკმაყოფილდნენ.
მსოფლიპ ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს 5-ვე მატჩი წაგებული აქვს და ჯერ გოლიც არ გაუტანია. ბურთების შეფარდება საერთოდ კატასტროფაა 0:35-ზე.
მომდევნო მატჩს ქართველი გოგოები 12 აპრილს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
GIPHY App Key not set. Please check settings