in

საქმე კარგად გავაკეთეთ, ჩვენ ევროპაშიც მაგრები ვართ

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტი“ კომფორტული 2:0-ით დაამარცხა. ტრადიციულად თამაშის შემდეგ მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.

ლუჩანო სპალეტი:

„შედეგიც და თამაშის ხარისხიც დამაკმაყოფილებელია, რადგან თავიდანვე ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, ჩვენი საქმე კარგად გავაკეთეთ. შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ.
შემდეგ ეტაპზე გასვლის რა შანსი გვაქვს? ჩემთვის ყოველთვის 50/50-ზეა, რადგან წინ საპასუხო თამაშია. ფეხბურთი თავმდაბლობას მოითხოვს.
გვითხრეს, რომ საუკეთესო ფეხბურთს მხოლოდ იტალიაში ვაჩვენებთ. რას ნიშნავს ეს? ვითომ გერმანულ ფეხბურთს ძალიან ჩამოვრჩებით?
ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი ევროპაშიც ეფექტიანია“.

ოლივერ გლასნერი:

„პირველი გოლი ელემენტარული შეცდომიდან დაიწყო. ამის შემდეგ ნერვიულობა დავიწყეთ და უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.
დაცვაშიც ცუდად ვთამაშობდით. როდესაც „ნაპოლის“ მსგავს გუნდს ხვდები, ასეთი შეცდომები დაუშვებელია. სპალეტის გუნდს აქვს სისწრაფე და კლასი, ასეთი შანსებით კარგად სარგებლობს.
ჩვენ თავს არ ვიტყუებთ. დღევანდელი წაგება დავიმსახურეთ, მაგრამ საპასუხო მატჩისთვის მოსამზადებლად სამი კვირა გვაქვს. წინასწარ დანებებას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

განმეორებითი მატჩი ნეაპოლში 15 მარტს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ მომენტები გააფუჭა, მაგრამ შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა: ნაპოლიმ ნახევარი საქმე მოითავა

როგორ შეაფასეს ხვიჩა