in

მოდი დავტკბეთ: ეს სულ სხვა თამაში იქნება – რას ამბობენ მწვრთნელები მატჩამდე

დღეს „ნაპოლის“ სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს – ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალს იწყებს და სტუმრად „მილანს“ ეთამაშება. იტალიაში წელს „ნაპოლი“ ბევრად უკეთესია მეტოქეზე, მაგრამ… ჩემპიონთა ლიგა სხვა ტურნირია და აქ „მილანს“ ბევრად დიდი გამოცდილება აქვს; ამასწინ ჩემპიონატში „მილანმა“ „ნაპოლის“ პირწმინდად მოუგო (4:0); „ნაპოლის“ მთავარი გოლეადორი არ ეყოლება. მოკლედ, ნეაპოლელები აშკარა ფავორიტად აღარ მოჩანან და დიდი ბრძოლა იქნება.

„ნაპოლიმ“ „მილანთან“ მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა და დადასტურდა, რომ ოსიმენი და სიმეონე არ იქნებიან.

მეკარეები: გოლინი, იდასიაკი, მერეტი
მცველები: ბერეშენსკი, დი ლორენცო, მარიო რუი, კიმი, ოლივეირა, ესტეგარდი, ჟუან ჟეზუსი, რაჰმანი
ნახევარმცველები: ანგისა, ელმასი, გაეტანო, ლობოტკა, ნდომბელე, ზილენსკი
თავდამსხმელები: კვარაცხელია, ლოსანო, პოლიტანო, რასპადორი

თამაშის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა.

ლუჩანო სპალეტი:
„გვარდიოლამ ჩემი სიტყვები არასწორად გაიგო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ის ერთ-ერთია, ვისაც ვაფასებ, ისევე როგორც კლოპსა და დე ძერბის. ვიმედოვნებ, რომ მასთან საუბრის და თურქული ყავის მირთმევის საშუალება მომეცემა (შეგახსენებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლშია და მწვრთნელმაც იქ გასვლა იგულისხმა).

სერია ა-ში „მილანმა“ დამსახურებულად მოგვიგო, მაგრამ კარგად ვიცნობ ჩემს გუნდს და დარწმუნებული ვარ, მატჩისთვის მზად ვიქნებით. არის თუ არა ეს შეხვედრა ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი? იმედია, რომ მომავალში სხვა მსგავსი თამაშებიც მელოდება. უნდა გავაცნობიეროთ, სად შეიძლება გავიდეთ, რადგან ამ სეზონში უკვე ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია დიდ გუნდებს შევეჯიბროთ და მოდი, დავტკბეთ ამ წუთებით.

გუნდის სიძლიერე ერთიანობაში უნდა განიხილოთ და არა ცალკეული მოთამაშეებით. „ნაპოლიმ“ მნიშვნელოვანი თამაშები ოსიმენის გარეშე უკვე მოიგო, რადგან გუნდურად ვითამაშეთ. რასპადორი იქნება თუ არა, ჯერ ამაზე ვერაფერს ვიტყვი. დილით გადაწყდება, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ვინ ითამაშებს“.

ჯოვანი დი ლორენცო („ნაპოლის“ კაპიტანი):
„ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის კონტექსტის გათვალისწინებით, დიდ და ძალიან მაღალი დონის გუნდთან ვთამაშობთ. კარგად მოვემზადეთ და მზად ვართ მოედანზე გასასვლელად. „მილანთან“ ბოლო მატჩი წავაგეთ, მაგრამ ამაზე არ ინერვიულოთ, ახლა სხვა მატჩი იქნება და სხვაგვარად ვითამაშებთ“.

სტეფანო პიოლი:
„მშვიდად ვართ და ამ მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ, ვიცით სირთულეები და ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს სულ სხვა დატვირთვა გააჩნია. თუმცა, გვინდა, ვეცადოთ, რომ საუკეთესო შედეგები ვაჩვენოთ და წინ წავიწიოთ.
„ნაპოლი“ ძალიან ძლიერი გუნდია, დიდი ბრძოლა დაგვჭირდება. ორი რთული და დაბალანსებული მატჩი გველოდება.
შეუძლებელია, „ნაპოლის“ ისევ 4:0 მოვუგოთ, ეს სხვა თამაში იქნება“.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი „მილანი“-„ნაპოლის“ შორის „სან-სიროზე“ დღეს 23:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არა ნორმალური: ჰოლანდმა პრემიერლიგელების რეკორდი დაამყარა – თამაშზე მეტი გოლია

ინგლისისკენ: მიქაუტაძე პრემიერლიგაში გადასულ გუნდს ისევ სურს