in

გულშემატკივრებთან ერთად უნდა მოვიგოთ: როგორ შეხვდება მილანი ნაპოლის შეტევებს – ტაქტიკა შერჩეულია

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ნაპოლიმ“ და „მილანმა“ როტაციას მიმართეს, რადგან 18 აპრილს ჩემპიონთა ლიგაზე უწევთ დაპირისპირება და ახლა საჩემპიონატოდ არ სცხელათ. ამის დასტურია ლუჩანო სპალეტის კომენტარიც, რომელიც „ვერონასთან“ ვერმოგებული მატჩით (0:0) დიდად გულდაწყვეტილი არ ჩანდა და პრესკონფერენციაზეც უფრო მომდევნო შეხვედრაზე ისაუბრა.

„ვერონა“ დაცვიდან თამაშობს, ბურთისთვის იბრძვის, ამიტომ სხვა გზები უნდა მოგვეძებნა. ბოლოსკენ მოვუმატეთ და ეს კარგია. ბურთის უწყვეტად ფლობისას უფრო სწრაფად მოქმედება გვმართებს. ოსიმენი გუნდს ძალასა და ენთუზიაზმს სძენს. მას ნებისმიერი ბურთისთვის ბრძოლა და გოლის გატანა შეუძლია.
„მილანთან“ მატჩი მოითხოვს ხარისხს, სწორ ტაქტიკურ დამოკიდებულებას და გულშემატკივართა მუხტს.
„მილანთან“ გულშემატკივრებთან ერთად უნდა მოვიგოთ. ფეხბურთელები ამ სეზონის შესანიშნავად ჩატარებისათვის მაქსიმალურ თანადგომას იმსახურებენ, გუნდსა და ქალაქს შორის დიდი სიყვარულია და თუ ჩემპიონები გახდებიან, ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან“, – განაცხადა „ნაპოლის“ თავკაცმა.

მომდევნო დაპირისპირებაზე „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმაც ისაუბრა („მილანი“ შინ „ბოლონიას“ დაუზავდა 1:1):
„რაც შეეხება „ნაპოლისთან“ შეხვედრას, ჩვენ გვაქვს მცირე უპირატესობა და თუ მეტოქე აქტიურად შემოგვიტევს, ვიცით, რა ტაქტიკა დავუპირისპიროთ. პირველი მატჩი ორივე გუნდისთვის რთული გამოდგა. საპასუხო შეხვედრაში კიდევ უფრო მეტ სირთულეს ველით, მაგრამ შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ.
ეს ჩვენთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება. „მილანის“ ისტორია დიდებულია, ამიტომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და ჩემპიონთა ლიგის ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ. გადავწყვიტე, რომ „ბოლონიასთან“ დაესვენათ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ყველაზე მეტად გადაღლილები არიან და ისინი ნეაპოლში ითამაშებენ“, – განაცხადა სტეფანო პიოლიმ.

„ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა 18 აპრილს ნეაპოლში გაიმართება. პირველი მატჩი „მილანმა“ 1:0 მოიგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე ყველაზე კარგია: დუბლი და ტაში საუკეთესო ფეხბურთელს

ვიდეო: კანკავას ბრწყინვალე თავური და სლოვანი მნიშვნელოვან მატჩს იგებს