in ,

საქართველოს ნაკრების ყოფილი ექიმი: ბელგიელები ჯიუტები აღმოჩნდნენ, ჩაკვეტაძე ეგრევე საოპერაციო იყო

ისევ ტრავმები, უიღბლობა. გიორგი ჩაკვეტაძემ ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და მისთვის წლევანდელი სეზონიც დასრულებულია.

ფატალური ტრავმების სერია: ჩაკვეტაძესთვის სეზონი დასრულებულია

რა ხდება ქართველი ტალანტის თავს? – ამ კითხვაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ყოფილმა ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა გააკეთა.

“გიორგი ჩაკვეტაძე თავიდანვე საოპერაციო იყო და მისი რეაბილიტაციის პროცესი ბელგიურმა კლუბმა არასწორად წარმართა. გიორგის მუხლი ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა, მისი თამაში არ შეიძლებოდა. მთავარი პრობლემა კომუნიკაცია გახდა. “გენტისთვის” მე ვიყავი ის ცუდი ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ ჩაკვეტაძე თავიდანვე საოპერაციო იყო. ბელგიელებს ჩვენთვის რომ დაეჯერბინათ, ახლა გიორგი ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა”, – თქვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ექიმმა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ოფიციალური მატჩი 2020 წლის ოქტომბერში ჩაატარა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაშა ტალახაძე: ეს საქართველოს ეძღვნება – წინ უფრო დიდი გამარჯვებებია

ლევან კორღალიძემ საბურთალო დატოვა