in ,

ლევან კორღალიძემ საბურთალო დატოვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ჯერ პირველი წრეც არ დამთავრებულა, თუმცა საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” უკვე უმწვრთნელოდ დარჩა. ლევან კორღალიძემ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

Crystalbet ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩში “საბურთალომ” ქობულეთის “შუქურას” წინააღმდეგ ორბურთიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა მოახერხა და ფრეს დასჯერდა – 2:2. ამ მატჩის დასრულების შემდეგ, 41 წლის სპეციალისტი ფეხბურთელებს გასახდელში დაემშვიდობა და წავიდა.

კორღალიძემ “საბურთალო” 2020 წლის მეორე ნახევარში ჩაიბარა და კლუბში დიდი გეგმებით მოვიდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც არბიტრების მიმართ აღშფოთება და უკმაყოფილება ვერ დამალა.

ასე წინ ვერ წავალთ, სამარცხვინოა, რაც ხდება – ლევან კორღალიძე წასვლაზე დაფიქრდა

მიმდინარე სეზონში კორღალიძის “საბურთალომ” 2მ მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 1-ში დამარცხდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ნაკრების ყოფილი ექიმი: ბელგიელები ჯიუტები აღმოჩნდნენ, ჩაკვეტაძე ეგრევე საოპერაციო იყო

25 ქულა 17 წუთში: შერმადინი ესპანეთში დაფრინავს