საქართველოსა და ისრაელის ¼ ფინალური მატჩის ბილეთები უმალ გაიყიდა. თუმცა ტრიბუნები ისევ არ გაივსო. სოცქსელებში გადამყიდველები ათმაგად ყიდდნენ ბილეთებს და შესაძლოა ამის გამოც დარჩა ცარიელი სკამები. ასეა თუ ისე, საქართველომ დასწრების მხრივ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამ შეხვედრას დაესწრო 44 338 მაყურებელი. ეს კი ამ ტურნირის ისტორიაში ყველა დროის რეკორდია.
შეგახსენებთ, წინა ორი რეკორდიც თბილისს ეკუთვნის. ჯგუფურ ეტაპზე ჯერ საქართველო-ბელგიის მატჩზე დაფიქსირდა ახალი რეკორდი, შემდეგ კი ეს რეკორდი საქართველომ ნიდერლანდებთან მატჩში მოხსნა.
ახალი რეკორდი: საქართველო ევროპას აგიჟებს
დიდი შანსია საქართველოს რეკორდი კარგა ხანს დარჩეს მიუწვდომელი.
GIPHY App Key not set. Please check settings