in

დღეს რეკორდი განახლდება: სად ითამაშებს საქართველო მეოთხედფინალს – რატომ აღარ იყიდება ¼ ფინალის ბილეთები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს საღამოს ნიდერლანდებს შეხვდება და ჯგუფს ამით დაასრულებს. ჩვენებს პლეი-ოფში გასვლის მშვენიერი შანსი აქვთ და სწორედ გუნდის კარგმა თამაშმა და შედეგმა განაპირობა ის, რომ დღევანდელი მატჩის ბილეთები აღარ იყიდება. მიზეზი მარტივია – ყველა გაყიდულია.

„მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მოდი სტადიონზე ადრე, ერთად ვიმღეროთ ჰიმნი და პირველივე წუთებიდან მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნაკრებს“, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ცნობილი ამბავია, რომ ახალგაზრდულ ევროზე დასწრების რეკორდი წინა ტურში სწორედ ჩვენ დავამაყარეთ, როდესაც საქართველო-ბელგიას 41 887 მაყურებელი დაესწრო და 1996 წლის ესპანეთი-იტალიის (ბარსელონა.35 600 მაყურებელი) ფინალს გადაასწრო.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბელგიასთან მატჩზეც დაწერა ფედერაციამ ყველა ბილეთი გაყიდულიაო და აშკარად არ ყოფილა სტადიონი ბოლომდე სავსე, თანაც 41 ათასი როგორ გამოდის „ყველა გაყიდულია“, როდესაც „დინამო არენა“ 55 ათასამდე მაყურებელს იტევს.

კულუარებში ერთ საინტერესო ამბავზეც საუბრობენ. შაბათს, ¼ ფინალი „მიხეილ მესხზეა“ დანიშნული. თუ საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ჩვენ გუნდს სწორედ აქ უწევს თამაში. თუ ასე მოხდა, არ არის გაორიცხული საქართველომ თავისი მატჩი ისევ „დინამო არენაზე“ ითამაშოს (გადაიტანონ). ჯერ კომენტარი არ კეთდება, პირველი ადგილი ჯერ ხომ მოსაპოვებელია, მაგრამ საგულისხმოა, რომ ონლაინ ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია მხოლოდ ამ ¼ ფინალზე ხვალ, 28 ივნისის დილამდე. არადა, ამ ¼ ფინალის ბილეთები ისედაც საკმაოდ იყო გაყიდული.
შეგახსენებთ, თუ საქართველო ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა, ¼ ფინალის თამაში ქუთაისში მოუწევს. მასპინძელი ქალაქში სტადიონის შეცვლა შეიძლება, თავად მასპინძელი ქალაქის კი არა.

საქართველო 2 ტურის შემდეგ 4 ქულით პირველზეა. შემდეგ მოდიან ბელგია და ნიდერლანდები 2-2 ქულით, ბოლო ადგილზე პორტუგალიაა – 1 ქულა.

ყველა ბილეთ გაყიდული საქართველო-ნიდერლანდები ისევ 20:00 საათზეა „დინამო არენაზე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მე-10 ოლიმპიადა: ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა – ასეთი ქალი ისტორიას არ ჰყავს

წიტაიშვილის გოლი მეორე ტურის საუკეთესოს პრეტენდენტია: ხმის მიცემა უეფას გვერდზეა