in

ახალი რეკორდი: საქართველო ევროპას აგიჟებს

საქართველოს ნაკრები ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ნიდერლანდებს „დინამო არენაზე“ „ესტუმრა“ და 1:1 ითამაშა. მატჩის წინა დღეს უკვე გამოცხადდა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო და უბილეთო გულშემატკივრები ვეღარ ახერხებდნენ ბილეთების შეძენას. ცხადია ეს ძალიან კარგია, მაგრამ არც ნიდერლანდებთან და არც ბელგიასთან სტადიონი პირთამდე სავსე მაინც არ ყოფილა და ძალიან საინტერესოა სად „ქრება“ დაახლოებით 10 ათასი ბილეთი.

ნიდერლანდებთან შეხვედრაში ოფიციალურად დამყარდა ახალი რეკორდი – 43 043 მაყურებელი, რაც უეფამაც აღნიშნა. უბრალოდ, „ბორის პაიჭაძეზე“ 55 ათასამდე მაყურებელი ეტევა…

უეფამ ბელგიასთან შეხვედრაში ჩვენი ჰიმნის შესრულებაც აღნიშნა – გუნდი და გულშემატკივარი ერთად მღეროდაო. ისედაც, თბილისში არსებული ატმოსფერო იშვიათია ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის და ამას ევროპულ მედიაშიც წერენ.

საქართველომ წინა ტურში ბელგიასთან მატჩში დაამყარა ევროპის ჩემპიონატების რეკორდი დასწრების მხრივ (41 887 მაყურებელი), ახლა კი გააუმჯობესა…

¼ ფინალში კიდევ მეტი იქნება!..

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პორტუგალია გაძვრა – სხვა მატჩები

მეოთხედფინალი დინამოზე გადმოიტანეს: ვისაც უკვე ნაყიდი ჰქონდა ბილეთები?..