in ,

პორტუგალია გაძვრა – სხვა მატჩები

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ქვეჯგუფის მატჩები დასრულდა და პლეი-ოფის მონაწილეები გაირკვა. დაძაბული ვითარება იყო ჩვენს, A ჯგუფში, სადაც ბოლო მომენტამდე ყველა გუნდს ჰქონდა გასვლის შანსი. საბოლოოდ, საქართველომ შეინარჩუნა პირველი ადგილი, ხოლო მეორე იღბლიანი პორტუგალია გამოდგა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა და ასე გაძვრა ¼ ფინალში. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ პორტუგალიას ეს გოლი არ უშველიდა, ნიდერლანდებს ჩვენთვის რომ გაეტანა. მოკლედ, ფორტუნა პორტუგალიისკენ აღმოჩნდა.

B ჯგუფში კი ის უნდა გარკვეულიყო პირველ ადგილზე ვინ გავიდოდა. ესპანეთმა უკრაინას ასევე თამაშის მიწურულს გაუტანა და ფრემ მას მოუტანა პირველი ადგილი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო.

A ჯგუფი

ნიდერლანდები – საქართველო 1:1
27.06. თბილისი. დინამო არენა. 43 043 მაყურებელი
გოლები: 0:1 დავითაშვილი (42), 1:1 ტეილორი (45+6)

ვერავინ მოგვიგო: საქართველო პირველია და პლეი-ოფისთვის თბილისში დარჩა – ნამდვილ ევროპაში ვართ

პორტუგალია – ბელგია 2:1
27.06. თბილისი. მიხეილ მესხი. 1 373 მაყურებელი
გოლები: 1:0 ნევეში (56), 1:1 ვერტეესენი (65. ოპენდას პასით), 2:1 დანტაში (89-პენ)

პორტუგალია: სელტონი – ჟოზე კარლუში, პენეტრა, ამარო, ტავარეში – დანტაში – ნევეში, სამუელ კოშტა – კოენსეისაო, ფაბიო სილვა, ნეტო

ბელგია: ვანდევოოდტი – სიკე, დებასტი, დე ვინტერი, დე კუიპერი – მატასო (61. რასკინი), დე კეტელერი, ვრანქსი, რამაზანი (61. ვერტეესენი) – ოპენდა, ბალიკვიშა

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პედრო ნეტო

საქართველო – 5 ქულა
პორტუგალია – 4
ნიდერლანდები – 3
ბელგია – 2

C ჯგუფი

ხორვატია – რუმინეთი 0:0
27.06. ბუქარესტი. სტიაუა. 7 816 მაყურებელი

ხორვატია: პანდური – სიგური, ფრანიჩი (46. გალეშიჩი), პერკოვიჩი, კრიჟმანიჩი – ვიდოვიჩი (68. სეგო), ჰოჯა (46. პრშირი), ბულატი (79. პალავერსა), ბატურინა – ფრიგანი, ბელიო (68. ფრუკი)

რუმინეთი: ტარნოვანუ – პანტეა, რაკოვიტანი, დიკანი, ტიკუ – ალბუ, მუნტეანუ (74. მაზილუ), ლიქსანდრუ – ისფანი (89. მიკულესკუ), პოპესკუ (60. პეტრილა), მარკოვიჩი (46. ბირლიგეა)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: შტეფან ტარნოვანუ

ესპანეთი – უკრაინა 2:2
27.06. კლუჟი. ჯულეშტი. 2 027 მაყურებელი
გოლები: 0:1 ვიუნიკი (43. ნაზარენკოს პასით), 1:1 ჟელიჟკო (49-საკ. კარში), 1:2 სუდაკოვი (81-პენ), 2:2 რუისი (90. როდრის პასით)

ესპანეთი: აგირესაბალა (46. რომანი) – მარტინესი, გილიამონი, ხილა, სანჩესი – ბერნაბე გარსია (82. ვეიგა), სანსეტი (63. რუისი) – ბარენეჩეა (73. როდრი), ოროსი, რიკელმე – კამელიო (63. ბლანკო)

უკრაინა: ნეშჩერეტი – ლიახი, სალიუკი, სიროტა, ვივჩარენკო (46. სიჩი) – ოჩერეტკო (73. სუდაკოვი), ჟელიჟკო – ნაზარენკო (73. სიკანი), კრისკივი (63. ბრაჟკო), ბრაგარუ (63. კაშჩუკი) – ვინიუკი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოლეკსანდრ ნაზარენკო

ესპანეთი – 7 ქულა (ბურთები 6:2)
უკრაინა – 7 (ბურთები 5:2)
ხორვატია – 1 (ბურთები 0:3)
რუმინეთი – 1 (ბურთები 0:4)

28 ივნისი

C ჯგუფი
ინგლისი – გერმანია: ბათუმი – 20:00 სთ
ისრაელი – ჩეხეთი: ქუთაისი – 20:00 სთ

ამ მატჩებში გაირკვევა ვის შეხვდება საქართველო 1/4 ფინალში. გამოირიცხა ინგლისის ნაკრები, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში პორტუგალიას შეხვდება.

D ჯგუფი
შვეიცარია – საფრანგეთი: კლუჟი – 22:45 სთ
იტალია – ნორვეგია: კლუჟი – 22:45 სთ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეტი რა გვექნა გოლის გასატანად: რატომ ვერ მოიგო ნიდერლანდებმა

ახალი რეკორდი: საქართველო ევროპას აგიჟებს