in

ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაგვრჩა: შევხვდებით უკრაინას თუ…

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ¼ ფინალი წააგო ისრაელთან, ოთხეულში ვერ მოხვდა და შესაბამისად ოლიმპიური თამაშების საგზურის პირდაპირ მოპოვება ვერ შეძლო. თუმცა, წელს ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ოლიმპიადაზე წასვლის შანსს ჩვენი გუნდი მაინც ინარჩუნებს. ამაზე ადრეც გვეწერა და ახლა ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

თუ ნახევარფინალში საფრანგეთი და ინგლისი გავლენ (აუცილებლად ორივე), მაშინ გაიმართება დამატებითი მატჩი ოლიმპიური საგზურისთვის მეოთხედფინალში დამარცხებულთაგან საუკეთესო გუნდებს შორის.

ერთ-ერთი კი სწორედ საქართველოა და გადათამაშებაში მოუწევს უკრაინასთან შეხვედრა. ამ მატჩში გამარჯვებული კი მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს.

გადათამაშება ორ საუკეთესო წაგებულ მეოთხედფინალისტს შორის ტარდება. საქართველომ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ძირითად დროში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.

საქმე ისაა, რომ საფრანგეთი ოლიმპიადის მასპინძელია და შესაბამისად ისედაც ეკუთვნის საგზური, ხოლო ოლიმპიურ თმაშებში ინგლისი ცალკე არ გამოდის, ასპარეზობს დიდი ბრიტანეთის გუნდი (ოლიმპიური კომიტეტის წევრი დიდი ბრიტანეთია და არა ინგლისი). ანუ საფრანგეთი და ინგლისი ოლიმპიადის საგზურისთვის არ იბრძვიან. კუთვნილ სამ საგზურს კი მიიღებენ ესპანეთი, ისრაელი და საქართველო-უკრაინას შორის გამარჯვებული, ოღონდ გავიმეორებთ, ამისთვის დღეს სააფრანგეთმა უკრაინას უნდა მოუგოს, ხოლო ინგლისმა პორტუგალიას.

თუ საჭირო გახდა ოლიმპიადის მესამე საგზურისთვის მატჩი რუმინეთში 7 ივლისს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დამსახურებულად გავიმარჯვეთ

საქართველომ ახალგაზრდული ევროპის ყველა დროის რეკორდი მოხსნა: ტურნირზე მესამედ