in

დამსახურებულად გავიმარჯვეთ

¼ ფინალის წინ ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა თქვა, რომ მათი მიზანი, ოცნება და სწრაფვა ოლიმპიადაზე მოხვედრა იყო და თითქმის აისრულეს კიდეც ეს ოცნება. მწვრთნელის თქმით, მათ დაიმსახურეს ნახევარფინალში გასვლა. მეტიც, თამაშის ბედი უკვე პირველ ტაიმში უნდა გადაეწყვიტათ.

ოცნება გადაიდო: ევროპა და ოლიმპიადა ხელის გაწვდენაზე დარჩა

ეს თვალცრემლიანი ბიჭები მეტს იმსახურებდნენ: მადლობა ყველას, კიდევ გაგახარებთ

გაი ლუზონი:
„რა იღბალი? თამაშის დასრულება უკვე 25-ე წუთზე შეგვეძლო, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მერე საქართველომ უპირატესობა მოიპოვა, ჩვენ კი ხასიათი გამოვავლინეთ, შესაბამისად, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
უდიდესი ემოციები მქონდა თამაშამდე, დღესაც ძალიან ვნერვიულობდი. 11-მეტრიანებში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია და ეს დადასტურდა კიდეც.
ჩვენც გვიჭერდა მხარს ჩვენი გულშემატკივარი და ეს ძალიან გვეხმარებოდა. ეს კარგი თაობაა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს თვალცრემლიანი ბიჭები მეტს იმსახურებდნენ: მადლობა ყველას, კიდევ გაგახარებთ

ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაგვრჩა: შევხვდებით უკრაინას თუ…