in

სასწაული ნოუ კამპზე: ეს საღამო არასოდეს არავის არ დაავიწყდება – ვინ ვის შეხვდება ნახევარფინალებში

ევროპის საკლუბო ტურნირებზე ნახევარფინალისტები გაირკვნენ. „ნოუ კამპზე“ დატრიალებულმა დრამამ ყველაფერი გადაწონა. „აინტრახტმა“ სასწაული მოახდინა და ბოლო პერიოდში დიდებულად მოთამაშე „ბარსელონა“ წააქცია. გერმანელმა გულშემატკივრებმა დაშვებულ ნორმაზე მეტი ბილეთი იყიდეს (გადამყიდველებთან, აბონემენტების მფლობელებთან) და დიდი დესანტით წარდგნენ „კამპ ნოუს“ ტრიბუნებზე. „აინტრახტმა“ სამი დარტყმიდან სამი გაიტანა და სოლიდური 3:0-ით იგებდა ბოლო წუთამდე. მსაჯის მიერ წამატებულ გაუთავებელ დროში კი მასპინძლებმა ორჯერ გაიტანეს, მაგრამ გადასარჩენად ეს საკმარისი არ ყოფილა.

ევროთასების ნახევარფინალაში ითამაშებენ 4 ინგლისური კლუბი, 2-2 გუნდი ესპანეთიდან და გერმანიიდან და თითო წარმომადგებელი ეყოლება საფრანგეთს, იტალიას, ნიდერლანდებსა და შოტლანდიას.

ნახევარფინალურ მატჩები 28 აპრილსა და 5 მაისს გაიმართება.

ევროპა ლიგა

ატალანტა – ლაიპციგი 0:2
პირველი თამაში 1:1

გოლები: 0:1 ნკუნკუ (18), 0:2 ნკუნკუ (87, პენალტით)

ბარსელონა – აინტრახტი 2:3
პირველი თამაში 1:1

გოლები: 0:1 კოსტიჩი (4, პენალტით) 0:2 ბორე (36), 0:3 კოსტიჩი (67), 1:3 ბუსკეტსი (90+1), 2:3 დეპაი (პენ-90+11)
გაძევება: ნ’დიკა (აინტრახტი)

ლიონი – ვესტ ჰემი 0:3
პირველი თამაში 1:1

გოლები: 0:1 დოუსონი (38), 0:2 რაისი (44), 0:3 ბოუენი (48)

რეინჯერსი – ბრაგა 3:1
პირველი თამაში 0:1

გოლები: 1:0 ტავერნიერი (2), 2:0 ტავერნიერი (44, პენალტთ), 2:1 კარმო (83), 3:1 რუფი (101)
გაძევება: ტორმენა (42. ბრაგა). მედეიროსი (105. ბრაგა)

„ბარსელონას“ 1 მოგება და 4 წაგება აქვს „კამპ ნოუზე“ ჩატარებულ ბოლო 8 შეხვედრაში ევროთასებზე.

„ბარსელონამ“ იანვრის შემდეგ პირველად წააგო „ნოუ კამპზე“. გუნდი 15 თამაში არ აგებდა.

ჩავი: „გმირობა არ გვეყო. არ ვიღებთ ამას როგორც ჩავარდნას“.

“აინტრახტის” მწვრთნელი გლასნერი: “ნებისმიერი, ვინც აქ იყო, არასოდეს დაივიწყებს ამ საღამოს. ასეთ რამეს ვერანაირი ფულით ვერ იყიდი“.

„ვესტ ჰემი“ ევროთასების ნახევარფინალში პირველად გავიდა 46 წლის განმავლობაში.

„რომას“ 3 ევროთასების ნახევარფინალი აქვს ბოლო 5 წელიწადში. ამდენივე აქვს მარტო „რეალს“, „ლივერპულსა“ და „არსენალს“.

„რეინჯერსი“ 2008 წლის შემდეგ ევროთასებზე ასე შორს არ წასულა.

კონფერენს ლიგა

პსვ – ლესტერი 1:2
პირველი მატჩი 0:0

1:0 ზაჰავი (27). 1:1 მედისონი (77), 1:2 პერეირა (88)

რომა – ბოდო გლიმტი 4:0
პირველი მატჩი 1:2

გოლები: 1:0 აბრაჰამი (5), 2:0 ძანიოლო (23), 3:0 ძანიოლო (29). 4:0 ძანიოლო (49

სლავია – ფეიენორდი 1:3
პირველი მატჩი 3:3

გოლები: 0:1 დესერსი (2), 1:1 ი. ტრაორე (14), 1:2 დესერსი (59), 1:3 სინისტერა (78)
გაძევება: კაჩარაბა (90+4. სლავია)

პაოკ – მარსელი 0:1
პირველი მატჩი 1:2

გოლი: 0:1 პაიე (34)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ექსკლუზივი: ხვიჩა ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მას შეუძლია სერია ა-ს დაპყრობა – Calcionapoli24-ის ჟურნალისტი

ვიდეო: ეს რა გაიზრდება – უმცროსი კრიშტიანოს ლამაზი გოლი