in

სანდრო სან ანტონიოში დარჩა: კონტრაქტი ერთწლიანია

სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი 2 მილიონ დოლარს მიიღებს.

სანდრო ამ გუნდში წინა სეზონის მსვლელობისას, თებერვალში მივიდა „მილუოკი ბაქსიდან“ და ახალბედას ხელშეკრულებით თამაშობდა. სეზონის დასრულების შემდეგ კი მამუკელაშვილის კონტრაქტის ვადა ამოიწურა. ხელშეკრულების შეთავაზების პირველი უფლება სწორედ „სან ანტონიოს“ ჰქონდა.

„ბაქსში“ ჩვენიანს დიდად არ ათამაშებდნენ, „სპურსში“ კი გრეგ პოპოვიჩმა დიდი დრო დაუთმო და სანდრომაც მშვენივრად გამოიყენა შანსი. მამუ საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა, საშუალოდ კი სალმაოდ ბევრს – 23.3 წუთს თამაშობდა.

წელს „სან ანტონიომ“ დრაფტზე ფრანგი ფორვარდი ვიქტორ ვემბანიამაც აიყვანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასეთი დასასრული არ დაგვიმსახურებია

ნახევარფინალში ჯგუფელები დაჯდნენ