in ,

ნახევარფინალში ჯგუფელები დაჯდნენ

მაშ ასე, ევროპის ახალგაზრული ჩემპიონატი ფინიშის სწორზე გადის, გამოვლინდა საუკეთესო ოთხეული და როგორი დასანანია, რომ სულ ცოტა დააკლდა საქაღთველოს ნაკრებს ნახევარფინალამდე და შესაბამისად ოლიმპიადის საგზურამდეც.

საინტერესოა, რომ ნახევარფინალური წყვილები ისეთმა გუნდებმა შეადგინეს, რომლებიც ერთად იყვნენ ჯგუფში. ინგლისმა ისრაელს უკვე მოუგო 2:0, ხოლო ესპანეთისა და უკრაინის შეხვედრა 2:2 დასრულდა.
საინტერესოა, რომ ინგლისის ნაკრებს ჯერ გოლი არ გაუშვია.

რა მოხდება ნახევარფინალში და ვის ვიხილავთ ბათუმის ფინალში, ამას ზეგ გაირკვევა.

1/4 ფინალი
საქართველო – ისრაელი 0:0, პენ 3:4

ესპანეთი – შვეიცარია 2:1 დდ, 1:1
01.07. ბუქარესტი. ჯულეშტი. 3 861 მაყურებელი
გოლები: 1:0 სერხიო გომესი (68. რუისის პასით), 1:1 ამდუნი (90+1. ფონ მოოსის პასით), 2:1 მირანდა (103. ოროსის პასით)

ესპანეთი: ტენასი – ვიქტორ გომესი (100. ვეიგა), პარედესი, პაჩეკო, მირანდა – ბლანკო (100. მარტინესი), ბაენა (78. ბერნაბე) – სანსეტი (77. ოროსი) – როდრი (87. ბარენეჩეა), სერხიო გომესი (120. ხილა), რუისი

შვეიცარია: საიპი – ბლუმი (104. ომერაგიჩი), სტერჯუ, ამენდა, ვუილოსი – ჯაშარი (74. ბარესი), რიდერი (58. სომი) – მალესი (74. სტოიკოვიჩი), იმერი (85. დი ჯუსტო), ნდოიე (86. ფონ მოოსი) – ამდუნი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სერხიო გომესი

ინგლისი – პორტუგალია 1:0
02.07. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 6 920 მაყურებელი
გოლი: 1:0 გორდონი (34. გიბს-უაითის პასით)

ინგლისი: ტრეფორდი – აარონსი (74. ჯონსონი), გარნერი, ჰერვუდ-ბელისი, კოლუილი – ჯოუნსი, რემზი (67. სმით-როუ), ანხელ გომესი (80. სკიპი), გიბს-უაითი – გორდონი, მადუეკე (74. პალმერი)

პორტუგალია: ბიაი – ჟოზე კარლუში, პენეტრა, ამარო, ტავარეში – ნევეში, დანტაში, სამუელ კოშტა (46. ბერნარდო) – კონსეისაო (86. მორეირა), ნეტო (90. ვიტინია), ფაბიო სილვა (65. ე. არაუჟუ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გორდონი

საფრანგეთი – უკრაინა 1:3
02.07. კლუჟ-ნაპოკა. კლუჟ არენა. 4 249 მაყურებელი
გოლები: 1:0 შერკი (19. ბარკოლას პასით), 1:1 სუდაკოვი (32-პენ), 1:2 სუდაკოვი (44. მუდრიკის პასით), 1:3 ბონდარენკო (86. ნაზარენკოს პასით)

საფრანგეთი: შევალიე – კალულუ, სიმაკანი (72. ჟენდრი), ლუკება, ნკუნკუ – ლე ფეე, კაკერე, ტურამი (72. ადლი) – ბარკოლა, შერკი (80. კალიმუენდო), გუირი (72. ვაჰი)

უკრაინა: ტრუბინი – სიჩი, ბატაგოვი, ტალოვიეროვი, ვივჩარენკო – ბრაჟკო, ბონდარენკო (88. ჟელიზკო) – კაშჩუკი (59. ნაზარენკო), სუდაკოვი, მუდრიკი (78. ბრაგარუ) – კრისკივი (59. სიკანი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სუდაკოვი

1/2 ფინალი

ოთხშაბათი, 5 ივლისი
ისრაელი – ინგლისი: ბათუმი, 20:00 სთ
ესპანეთი – უკრაინა: ბუქარესტი, 23:00 სთ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდრო სან ანტონიოში დარჩა: კონტრაქტი ერთწლიანია

ოლიმპიადა არ იქნება: ინგლისმა გვიჯიგრა, საფრანგეთმა დაგვაღალატა