in ,

სად წავა აზაროვი? ქართველით ტრაბზონი, კრასნოდარი და ოლიმპიაკოსი ინტერესდებიან

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველის ირაკლი აზაროვის შეძენას ბერძნული ფეხბურთის გრანდი პირეოსის “ოლიმპიაკოსი” აქტიურად განიხილავს.

წყაროს თქმით, არ უნდა დავივიწყოთ “ტრაბზონსპორი” და “კრასნოდარი”, კლუბები, რომლებიც აზაროვის შეძენით ზაფხულში ინტერესდებოდნენ. თუმცა, მათ, საბოლოოდ, არჩევანი უფრო გამოცდილ და კვალიფიცირებულ ფეხბურთელებზე გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აზაროვი მათი დღის წესრიგიდან გაქრა. იმ შემთხვევაში თუ ბერძნული გრანდი აზაროვის შეძენას გადაწყვეტს, მისი კონკურენტები ტრანსფერში სწორედ რუსული და თურქული კლუბები იქნებიან. უფრო მეტად სავარაუდოა “კრასნოდარის” გააქტიურება, რადგან რუსულ კლუბს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში ბათუმის “დინამოში” ასპარეზობდა, კლუბთან ერთად ჩემპიონობაც იზეიმა, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და გარდა ამისა უამრავი დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი მომენტი შესთავაზა ქართველ გულშემატკივარს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ბერიძე უნგრეთის ჩემპიონატის ოცნების გუნდში

კაჭარავას ქვილითაიას გოლის სიხარული არ აპატიეს: ქართველი ფორვარდი ანორთოსისს ტოვებს