in ,

კაჭარავას ქვილითაიას გოლის სიხარული არ აპატიეს: ქართველი ფორვარდი ანორთოსისს ტოვებს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ფამაგუსტას “ანორთოსისი” დატოვა. კლუბის ხელმძღვანელებსა და ფეხბურთელს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და ჩვენი ინფორმაციით მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდება.

საქმე ისაა, რომ გუშინ კვიპროსის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში “აპოელმა” “ომონია” 3:1 დაამარცხდა. მატჩი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გურამ კაშია და ნიკა კაჭარავა ქვილითაიას გოლს აღნიშნავენ (კაჭარავა მხოლოდ იღიმის), რასაც ფამაგუსტელი გულშემატკივრის აგრესია მოყვა. მართალია კაჭარავამ ამაზე ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ “ანორთოსისმა” ეს ქართველ ფორვარდს მაინც არ აპატია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სად წავა აზაროვი? ქართველით ტრაბზონი, კრასნოდარი და ოლიმპიაკოსი ინტერესდებიან

თითქმის გადაწყვეტილია: არაბიძე ტორპედოში ითამაშებს