in ,

რუსული მედია: ხვიჩამ რუსეთი მალე უნდა დატოვოს, სასწრაფოდ ესაჭიროება ტოპ ლიგა

ქართული ფეხბურთის იმედი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ქართული და რუსული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია. ბოლო პერიოდში, გავრცელებული ინფორმაციით, კვარას შეძენასთან ყველაზე ახლოს ლონდონის “ტოტენჰემია”, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ხდება.

ხვიჩამ, რომ რუსეთი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს, ქართველების გარდა რუსებიც იზიარებენ. ამას წერს ავტორიტეტული რუსული გამოცემა championat.com.

“ძნელია კონფორტული პირობებიდან წასასვლელად იდეალური მომენტის შერჩევა. ხვიჩა ნამდვილად სიამოვნებას იღებს სლუცკის “რუბინში”, ის მთავარი ვარსკვლავი და ამავდროულად, მთავარი იმედია. მაგრამ მას არავინ გაამტყუნებს ჯანსაღი ეგოიზმისა და ბუნებრივი სურვილისთვის, ითამაშოს ახალ დონეზე. 
  
დღეს ევროპული ტოპკლუბებისთვის 20 წლის ქართველი ყველაზე ღირებული ფეხბურთელია რუსეთის პრემიერლიგაში. მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა 10 კლუბი დაასახელა, რომლებსაც ხვიჩა აინტერესებთ – “ტოტენჰემიდან” “იუვენტუსამდე”. მხოლოდ სასწაულს, ან მძიმე ტრავმას შეუძლია, ხვიჩას ამ შემოდგომით მაგარ ლიგაში გადასვლაში ხელი შეუშალოს.

ახალგაზრდა ტალანტმა ახლავე უნდა დატოვოს რუსეთი. მას სასწრაფოდ სჭირდება ტოპლიგა. რუსეთის პრემიერლიგაში ის უკვე ვეღარ ვითარდება და მნიშვნელოვანია, რომ ამას “რუბინი” კარგად ხვდება და მხარს უჭერს ფეხბურთელს”, – წერს გამოცემა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაც მესი წავიდა: ევროპის ყველაზე ერთგული ფეხბურთელები – ვინ არიან დიდხანს ერთ გუნდში

საქართველოს ჩემპიონატი ჩერდება: ჩატარდება თუ არა ნაკრების მატჩი 2 სექტემბერს