in ,

რუბინმა დაადასტურა: კვარაცხელიამ ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა

დღეს, იტალიურ მედიაში ბათუმის  “დინამოს” სპორტული დირექტორის ვლადიმერ დვალიშვილის კომენტარი, რომელშიც იგი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია აჭარულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მომავალში “რუბინში”  აღარ დაბრუნდება.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ყაზანის “რუბინმაც” დაადასტურა. championat.com-თან ყაზანური კლუბის პრესსამსახური ადასტურებს, რომ “რუბინსა” და კვარაცხელიას შორის, კონტრაქტი ოფიციალურად გაწყდა, რაც საქართველოში ფეხბურთელის ოჯახის მისამართით გამოთქმული მუქარების და ფეხბურთელის სამომავლო ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

თუმცა, საიტზე წერია, რომ მომავალში კლუბი მსოფლიოში მიმდინარე მოვლანების გათვალისწინებით იმოქმედებს და ის ხვიჩა კვარაცხელიასთან მუდმივ კონტაქტზეა.

კვარაცხელია ბათუმის დინამოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ის რუბინში აღარ დაბრუნდება – ლადო დვალიშვილი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ბათუმის დინამოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ის რუბინში აღარ დაბრუნდება – ლადო დვალიშვილი

ქართველი მსაჯის მორიგი აღიარება: 6 ერის შემდეგ Top 14-სა და ჩემპიონთა თასზე