in

რონალდო პარტნიორებს ეჩხუბა: კრიშტიანოს თავისუფლებისთვის აკრიტიკებენ

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო თანაკლუბელებთან კონფლიქტშია.
„ბიანკონერის“ მოთამაშეების უმრავლესობა უკმაყოფილოა პორტუგალიელის მდგომარეობით გასახდელში. ისინი მიიჩნევენ, რომ 36 წლის კრიშტიანოს კლუბი ზედმეტად ბევრ თავისუფლებას აძლევს. როგორც იცით, რონალდოს „მილანთან“ წაგების მერე არ უვარჯიშია და მარანელოში წავიდა „ფერარის“ ქარხანაში.

რონალდომ ვარჯიში გამოტოვა, ის ფერარის ქარხანაში წავიდა

La Gazzetta dello Sport-ის წყარო ამბობს, რომ კონფლიქტი ბოლო რამდენიმე თვეა გამწვავდა. სასპონსორო ვალდებულებების გამო პორტუგალიელმა უკვე რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს სამართლიანი არ არის სხვებთან მიმართებაში.

რონალდო ამ სეზონში „იუვეს“ საუკეთესო ბომბარდირია. ჩემპიონატის 31 მატჩში მან 27 გოლი გაიტანა (6 – პენალტი).

„იუვენტუსი“ ამჟამად ცხრილში მე-5 ადგილზეა და ასე თუ დაამთავრა, ბოლო 10 წელიწადში პირველად ვერ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე.

ისე, უკვე აქტიურად ლაპარაკობენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კრიშტიანო წავა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფამ ფინალის მსაჯები დანიშნა

გვიყვარხართ და გვეამაყებით! დიდი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა