in

იუვენტუსი მზადაა რონალდო 30 მილიონად გაყიდოს: კრიშტიანოს გზა პარიზისკენ მიდის

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა ტურინი დატოვოს, რადგან გუნდის ახალ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის ასაკში მყოფი პორტუგალიელის იმედი დიდად აღარ აქვს.

რონალდოს მყიდველთა შორის ერთ–ერთ მთავარ პრეტედენტად პსჟ განიხილება და გუნდმა კრიშის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ტურინელები გეგმავენ, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის გაყიდვით 25-30 მილიონი ევრო იშოვონ.

პსჟ-ს ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ 36 წლის რონალდო კილიან მბაპეს ღირსეული ჩანაცვლება იქნება, იმ შემთხვევაში თუკი ფრანფი ფორვარდი „რეალში“ გადავა.

გარდა ამისა, კრიშტიანო სპორტულ ბრენდთან Nike–თანაც თანამშრომლობს, Nike კი პსჟ–ს ერთ-ერთი სპონსორია. სამმხრივი თანამშრომლობა ფეხბურთელსაც გამოადგება, კლუბსაც და კომპანიასაც.

კრიშტიანოს კონტრაქტი “იუვესთან“ 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
კრიშის მიღების სხვა პრეტედენტები არიან ლისაბონური „სპორტინგი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არაბმა მაბხუტმა მესის აჯობა

გიორგი ყრუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებს