in ,

გვიყვარხართ და გვეამაყებით! დიდი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა

გვიყვარხართ და გვეამაყებით! დიახ, ამ სიტყვებით უნდა დავიწყოთ და ეს სიტყვები ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებსა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს გამარჯვებას ეძღვნება. 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში თბილისის “დინამომ” იენის “კარლ ცეისი” 2:1 დაამარცხა და თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

ამ დიდი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა, მაგრამ სიიხარული და ფეხბურთელებისადმი სიხარულის გრძნობა დღემდე არ განელებულა. ეს მხოლოდ ფეხბურთის გამარჯვება არ ყოფილა. საბჭოთა კავშირში ქართული გუნდის ევროპული ტიტული და აღიარება, ქართველი ერის გამარჯვებას ნიშნავდა.

შეუძლებელია ქართული ფეხბურთის ქომაგს ოდესმე დაავიწყდეს ვიტალი დარასელიას “საუკუნის გოლი” და ქართველი მსახიობისა და ლეგენდარული საფეხბურთო კომენტატორის კოტე მახარაძის სიტყვები: “და გაისმის იტალიელი არბიტრის რიკარდო ლატანცის სასტვენის ხმა. ზეიმობს თბილისი და მთელი საქართველო. ასეა, ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება”.

მატჩში პირველი გოლი “კარლ ცეისმა” გაიტანა და ჰოპეს გოლით გერმანელები დაწინაურდნენ. წონასწორობა რამაზ შენგელიას პასით, ვლადიმერ გუცაევმა აღადგინა. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ვიტალი დარასელიამ საოცარი ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა, ორი ფეხბურთელი მოატყუა და ახლო კუთხეში “საუკუნის გოლი” გაიტანა.

დინამო – კარლ ცეისი 2:1

გოლები: 0:1 ჰოპე (63) 1:1 გუცაევი (67) 2:1 დარასელია (87)

“დინამო”: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (68. კაკილაშვილი), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია

ფინალამდე თბილისის “დინამომ” “კასტორია”, “უოტფორდი”, “ვესტ ჰემი” და “ფეიენოორდი” დაამარცხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო პარტნიორებს ეჩხუბა: კრიშტიანოს თავისუფლებისთვის აკრიტიკებენ

უეფა სუპერლიგას არ ეშვება და სამ ურჩ გუნდს ერჩის