in ,

რივერო mls-ში მიდის: მამარდაშვილს ერთი კონკურენტი გამოაკლდა

ახალგაზრდა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც ცოტა ხნის წინ “ვალენსიასთან” სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა, ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება.

“ღამურები” გუნდის აღზრდილის კრისტიან რივეროს Mls-ში განათხოვრებას აპირებენ. 23 წლის მეკარე, რომელიც “ვალენსიას” აღზრდილია ძირითად გუნდში წელს დაწინაურდა, მაგრამ წუთიც არ უთამაშია. მისი იჯარით კი, ამერიკული “დალასი” არის დაინტერესებული და უდიდესი ალბათობით იგი სწორედ ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” გასულ ზაფხულს აღმოჩნდა და ლა ლიგის საწყისი 6 ტურის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. გიორგიმ ლა ლიგის 6 მატჩში 7 ბურთი გაუშვა, ორჯერ კარი მწრალად შეინახა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა.

მამარდაშვილი “ვალენსიამ” თბილისის “დინამოდან” გასული წლის 31 დეკემბერს 850 000 ევროდ გამოისყიდა და 3+1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა და მისი სამომავლო ტრანაფერის შემთხვევაში თბილისის “დინამო” 10 %-ს მიიღება

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბურთალოდან უკრაინის პრემიერლიგამდე: მანდრიჩენკო ინჰულეცის ფეხბურთელია

თოფურია გამორჩეულ მებრძოლებში– არ გაგვიკვირდეს მან 2022 წელს სატიტულო ბრძოლა იჩხუბოს