in ,

ესპანური მედია: მამარდაშვილი ბრწყინავს – ვალენსიამ შესაძლოა სილესენი გაუშვას

ესპანურ “ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილმა ამხანაგური მატჩები ჩაატარა და თავიც გამოიჩინა. Estadiodeportivo “ღამურების” სატრანსფერო გეგმებზე წერს, რომელშიც მთავარი აქცენტი იმაზეა გაკეთებული, რომ გუნდს 20 მილიონი ევროს შემოსავალი სჭირდება, რის გამოც ელოდება შეთავაზებებს მაქსი გომესის, გონსალო გედეშის ან იასპერ სილესენის შესახებ.

როგორც სტატიის ერთ-ერთ მონაკვეთშია ნათქვამი, გიორგი მამარდაშვილი ტესტ-მატჩებში ბრწყინავს და ამან შესაძლოა კლუბის სატრანსფერო გეგმები შეცვალოს – გაასხვისოს ნიდერლანდელი მეკარე, რომელიც აქამდე გუნდის მთავარი კიპერი იყო.

“ალესანდრო ბურლამაკი ამხანაგურ მატჩებში ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ პერუელი არ არის ერთადერთი ახალგაზრდა, რომელიც მომდევნო სეზონში პირველი გუნდისთვის შეიძლება სასარგებლო ფეხბურთელი იყოს. ასევე ბრწყინავს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მარცხენა მცველი ხესუს ვასკესი. სიმწიფემ, რომელიც სამივე მოთამაშემ აჩვენა, შეიძლება შეცვალოს “ვალენსიას” სატრანსფერო სტრატეგია სატრანსფერო ბაზრის ბოლო თვეში, რომელშიც კლუბს გასული წლის ანგარიშების დასაბალანსებლად კვლავ სჭირდება 20 მილიონი ევროს შემოსავალი”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” 1-წლიანი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ხოსე ბორდალასმა 20 წლის კიპერს თავის გამოჩენის შანსი ბერძნულ “ატრომიტოსთან”, “კარტახენასთან” და “ლევანტესთან” შეხვედრებში მისცა, მათ შორის ორ შემთხვევაში მოედანზე 90 წუთი გაატარა და ასევე 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგიმ სამივე მატჩში შანსი საკმაოდ კარგად გამოიყენა და ფანების მოწონებაც დაიმსახურა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამხაგური და თასის მატჩის შემდეგ, კიტეიშვილმა ბუნდესლიგაშიც გაიტანა: ოთო მაგარ ფორმაშია

ფოტო: არ ველოდი ამდენი ხალხი თუ დამხვდებოდა – ჩემპიონს აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა