in ,

ამხაგური და თასის მატჩის შემდეგ, კიტეიშვილმა ბუნდესლიგაშიც გაიტანა: ოთო მაგარ ფორმაშია

ავსტრიის ბუნდესლიგის 2021/22 წლების სეზონში ოთარ კიტეიშვილმა პირველი გოლი გაიტანა. გრაცის “შტურმის” ნახევარმცველმა სტუმრად “ვოლფსბერგერის” წინააღმდეგ მოახერხა თავის გამოჩენა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-15 წუთზე გახსნეს, მაგრამ 16 წუთში უკვე “შტურმი” იგებდა და სწორედ კიტეიშვილმა შეძლო თავისი გუნდის დაწინაურება. ოთარმა კუთხურის გათამაშების შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში პირველი სამი გოლი სწორედ კუთხურს მოჰყვა. “შტურმმა” თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რადგან 25-ე წუთიდან 37-ე წუთამდე მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და 4:1 დაწინაურდა. მე-2 ტაიმში გოლი აღარ გასულა და გრაცელებმა იოლად იმარჯვეს.

კიტეიშვილი 88-ე წუთზე შეცვალეს.

მან რამდენიმე დღის წინ ამხანაგურ მატჩში იტალიურ “უდინეზეს” გაუტანა ლამაზი გოლი, მანამდე ავსტრიის თასზეც გამოიჩინა თავი, ამჯერად კი სეზონის პირადი ანგარიში ჩემპიონატშიც გახსნა.

“ვოლფსბერგერის” შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო გურამ გიორბელიძე განაცხადში არ ყოფილა. გერმანელი მწვრთნელი რობინ დუტი ლოჩოშვილს ენდობა და ორივე ტურში შეუცვლელად ათამაშა, რასაც ვერ ვიტყვით გიორბელიძეზე, რომელსაც ამ სეზონში ჯერ წუთიც არ უთამაშია.

გრაცის “შტურმს” ორ ტურში 3 ქულა აქვს, მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 აგვისტოს, “ალტახს” უმასპინძლებს, “ვოლფსბერგერი” კი 1 ქულით მე-11 პოზიციაზე და 8 აგვისტოს, ვენის “რაპიდს” სტუმრად დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მესიმ ოლიმპიადაზე წასული არგენტინელების მხარდასაჭერად იცეკვა

ესპანური მედია: მამარდაშვილი ბრწყინავს – ვალენსიამ შესაძლოა სილესენი გაუშვას